პოეზია

გოგი ნარეკლიშვილი – ციურ კიბეს დრაკონები ფარავენ

ციურ კიბეს დრაკონები ფარავენ

იგდრასილში გაჩხერილა მთოვარე

სილა ბინდში ცივ ქიმერას მალავდა

ლოცვას თხზავდა პილიგრამი მხცოვანი

ქარმა შფოთით კიპარისი დახარა

ანგელოზნი ოქროს ნავში მღერიან

გაქროლდება ეტლი ღამე ვალჰალას

მთებში ცეკვავს კუდიანი ფერია

მე ძვირფასო ამას ვხედავ შორიდან

როიალიც მწუხარებით გასწივის

შენი სული ჩემთან უცებ მოვიდა

თავს დამესხა როგორც შავი არწივი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button