პოეზია

გოგი ნარეკლიშვილი – ელვარე იყო ყოველთვის თვალი

ელვარე იყო ყოველთვის თვალი

გაუმაძღარი უცხო მშვენებით

მძიმე ბრძოლების ავარდა ალი

და მიფრინავენ კლდეზე ცხენები

იფრქვევა სულში ღამის ნუგეში

და ნაძვებიდან იყრება თოვლი

აირეკლება მთვარე გუბეში

და აღარ არის დღეს ჟამი გლოვის

ქარი ედება ტყეებს მიუვალს

ღამეებს ტეხავს ბახუსის ვნება

და ბეთჰოვენის უვერტიურა სულში შემოდის ვით აფეთქება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button