პოეზია

გოგი ნარეკლიშვილი შენ მშვენიერი იყავი ნიმფა

მინდვრად ყვავილებს თმაში იწნავდი

უფსკრული შურით რომ გადაიპო

და გადმოეშვა მთვარე მიწამდი

გადაიქეცი სასტიკ ურჩხულად

და ცივ კლდეებში ღმუილი შენი

ისმოდა ჩემთვის სატრფოს ჩურჩულად

და არვინ გყავდა სხვა გადამრჩენი

ამიტომ ღამით ვნებით დამწვარმა

მე დაგიხსენი ბედისგან მძიმე

მახსოვს ქარები ქროლვით გაწამდა

მაგრამ გაცოცხლდი, არ გაიწირე

თუმცა გამექეც როგორც აპოლონს

დაფნე გაექცა ლამაზ ჭალებში

მე ქვად მაქციე და მიმატოვე

სევდა ჩამიდგა ცოცხალ თვალებში

მას შემდეგ ქვაბულს მე მივეკედლე

და მოგონებად ვიქეცი უმალ

უცხო ზმანებებს ჩემს სულს ვავედრებ

რომელმაც სტვირიც კი დაადუმა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button