
ზღაპარი
სოფლის მწერალი – ინდური ზღაპარი
ერთხელ ერთი ვაჭარი სოფლის მწერალთან მივიდა, გეთაყვა წერილი დამიწერეო.
— დიდი სიამოვნებითო, — მიუგო მწერალმა, — მაგრამ, ვაი რომ ფეხი მტკივაო.
— მე ხომ არსად გგზავნი, კაცო, ფეხის ტკივილი რა მოსატანიაო?
— მართალია, შენ არა მგზავნი, მაგრამ ვისაც შენი წერილი მიუვა, წერილის წასაკითხავად მე დამიძახებს, რადგან ჩემს დაწერილს სხვა ვერავინ გაარჩევსო.