ფილოსოფია

ანდრე კომტ-სპონვილი – ჯოჯოხეთი და სამოთხე

რა დროს რამერუმეებია როდესაც კარზე მოგდგომიათ ნაგარჯუნა!

“სპინოზასთან, მისი “ეთიკის” V წიგნში ვკითხულობთ რომ ნეტარება არის მარადიული მდგომარეობა რომელიც მხოლოდ ფიქტიურად თუ შეიძლება დაიწყოს. ესაა ჩემთვის ალბათ ყველაზე ძნელი ფრაზა… სინათლე მომივიდა სულ სხვა მხრიდან. ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი ბუდისტი მოაზროვნე და მისტიკოსი ნაგარჯუნადან (ა.წ. II ს.). ცნობილია რომ ის რასაც სპინოზა უწოდებს “ხსნას ” თუ “ნეტარებას” ბუდისტებში ცნობილია ნირვანას სახელწოდებით. ნირვანას საწინააღმდეგო რამეს, ტანჯვითა და სიკვდილით სავსე არსებობას ამავე ტრადიციაში ჰქვია სამსარა. ეს რამდენადმე ჰგავს ქრისტიანთა სამოთხეს და ჯოჯოხეთს. განსხვავება იმაშია რომ ბუდისტების აზრით ჩვენ უკვე ვართ ჯოჯოხეთში და საჭიროა იქიდან გაღწევა. არადა ნაგარჯუნას სტანსების გადაკითხვისას მე წავაწყდი სახელგანთქმულ დისტიქს :

” სამსარა და ნირვანა არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან”. მაშ როგორ უნდა გადავიდეთ ერთიდან მეორეში? იმის გაგებით რომ ისინი შეადგენენ ერთ მთლიანობას, არ ვიცი ეს ნაგარჯუნასია თუ მისი რომელიმე მოწაფის ნათქვამი, მაგრამ ესაა სულიერების მთელი ისტორიის უძლიერესი ფორმულა: “მანამდე სანამ შენ ერთმანეთისაგან ანსხვავებ ნირვანასა და სამსარას შენ სამსარაში ხარ”.

ეს ჰგავდა ღამის გამონათებას, რა საჭიროა ნირვანას ძიება როდესაც უკვე იქ ვართ?… ხსნის სურვილი ესაა შეჩვენებულის ზმანება და ალბათ თვითონ შეჩვენება. ჩემი საწყისი კულტურის, იუდაურ-ქრისტიანული კულტურის ცნებებით ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ უკვე ვართ უფლის სასუფეველში…”

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button