სიმღერის ტექსტები
ონისე ოდიკაძე – გადავიჩრდილე ტყეში
გადავიჩრდილებ ტყეში,
სადმე მოვნახავ ჩეროს,
წყაროს წყალს დავლევ პეშვით,
და შენ გახსენებ ჩემო.
თუმც არ გიყვარდი მაგრამ,
ვერ დავიჯერე თქმული,
მაინც წამიღო დარდმ,ა
მაინც მეტკინა გული.
გათხოვილაო მითხრეს,
შურთხმაც დარეკა ზარი,
თითქოს ყინულად ვიქეც,
გულს დამეყარა დარდი.
მე შენს ქორწილში მოვალ,
დაგლოცავ სხვებთან ერთად,
მაგრამ რა ვუყო თვალებს,
ვერ დამალავენ სევდას.
თვალებს მოწყდება ცრემლი,
გულს სიყვარული არა,
დღეიდან ცალად ვივლი,
და წლებიც ასე გავა.