სიმღერის ტექსტები

ფორტე – მუხამბაზი

ალიონზე გამიღიმა თბილისმა
სიყვარულის მზე გამათბობს ნათელი,
ერთგულებას დავატარებ თილისმად,
ჩვენს სიყვარულს მე დავუნთე სანთელი.

არ მაძინებს შენზე დარდი, ნაღველი,
სიზმრად შენი სახე ამონათდება.
ქვეყნად არის სალოცავი რამდენი,
მე კი მხოლოდ ერთი მყავხარ ხატებად.

ოცნება მაქვს ყველასაგან მალული,
ფიქრმა შენი სადღეგრძელო დალია,
მინდა ვიყო მომღერალი ბულბული,
შენი გული იყოს ჩემი გალია.

შენს სიყვარულს თუ ოდესმე ეღირსა,
ვიცი გული არასდროს დაბერდება.
მადლობელი მე ვიქნები ღმერთისა,
თუკი შენთან ყოფნა დამებედება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button