ნინი ქარსელაძე – ჩემი ქალაქი
ჩემი ქალაქი.. სხვას არ გავს..
ასე მგონია.. ჩემი ტოლია..
აქ მე ყველა მიცნობს.. გული ვერავის თმობს..
ნაცნობ სახეებს ვესალმები..
ძველი აივნების ცქერით დავიღლები..
და ხეებს ვეფარები..
სად გარბიან ნეტავ ქუჩები?
და გზები საით იჩქარიან?
ყველაფერს თვალებით ვეფერები..
მე აქ სიმღერა მიხარია..
არსად ასეთი სიო არა ქრის..
და სხვას არა გავს ჩემი ქალაქი..
ძველია მაგრამ ასე მგონია..
ჩემი ქალაქი ჩემი ტოლია..
ვერისა და ვაკის.. ძველი სოლოლაკის
ნაცნობ ქვაფენილს გავიხსენებ..
მე აქედან ალბათ არსად გავფრინდები
მე აქ სიცოცხლე მიხარია..
არსად ასეთი სიო არა ქრის
და სხვას არა გავს ჩემი ქალაქი
ძველია მაგრამ ასე მგონია
ჩემი ქალაქი ჩემი ტოლია..
ბედი გაგიღიმებს ასე მგონია
გული სიმღერას აჰყოლია
არვიცი რატომ არ ვიცი რატომ
მე მემღერება მარტო
არსად ასეთი სიო არა ქრის
და სხვას არა გავს ჩემი ქალაქი
ძველია მაგრამ ასე მგონია
ჩემი ქალაქი ჩემი ტოლია