გართობაუცნაური

უცნაური სიკვდილისწინა სურვილები

ანგელ პანტოია – სურდა, თავის დაკრძალვაზე ფეხზე მდგარიყო. დამკრძალავმა ბიურომ სპეციალური ბალზამი გამოიყენა, რათა 24 წლის ბიჭის გვამი ვერტიკალურ მდგომარეობაში შენარჩუნებულიყო სამი დღის განმავლობაში. ის ხიდის ქვეშ იპოვეს გარდაცვლილი და სამი დღის შემდეგ დაკრძალეს. უკანასკნელი სურვილის შესრულებაზეც მისი ოჯახი თანახმა იყო.


ლეონა ჰელმსლი – ქონება ძაღლს დაუტოვა. ჰელმსლი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი ანდერძი საჯაროდ გახსნეს. მასში გარკვევით ეწერა, რომ 12 მილიონ დოლარს უტოვებდა თავის საყვარელ ძაღლს. ხოლო როცა ძაღლი დაასრულებს სიცოცხლეს, 1.4 მილიონ დოლარად შეფასებულ მავზოლეუმში დაკრძალავენ. დარჩენილი თანხიდან ძმას დაუტოვა 10 მილიონი, ორ შვილიშვილს 5 მილიონი, დანარჩენები კი უფულოდ დატოვა და მიუთითა, რომ “ამის მიზეზი მათაც იციან”.


სამუელ ბრეტი – თანხა ცოლს უცნაური პირობით. სამუელს სიცოცხლის განმავლობაში ძალიან უყვარდა სიგარის მოწევა, თუმცა მისი ცოლი ყოველთვის უშლიდა. 1960 წელს ის გარდაიცვალა და სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა: დაუტოვა მემკვიდრეობით 330,000 სტერლინგი, მაგრამ იმ პირობით მიიღებდა მას, თუკი დღეში 5 სიგარას მოწევდა.


ჯაილა კუპერი – დაქორწინდა სიკვდილის წინ. უამრავი პატარა გოგონა ოცნებობს გათხოვებაზე, საქორწინო კაბაში გამოწყობაზე და ცხადია, სასურველ პარტნიორზე. თუმცა 9 წლის ჯაილას დრო აღარ ჰქონდა, რომ ეცადა, როდის მოვიდოდა ამის პერიოდი. მას ბოლო ორი წლის განმავლობაში აწუხებდა ლეიკემია და რამდენიმე კვირაღა ჰქონდა დარჩენილი. ჯაილამ გადაწყვიტა, ოცნება აეხდინა და თავის მეგობარზე, ჯოს გრიგსზე დაქორწინებულიყო.


T M Zink – დააფინანსა უქალო ბიბლიოთეკა. ადვოკატს აიოვას შტატიდან, რომელიც 1930 წელს გარდაიცვალა, ისეთი უცნაური ზიზღი ჰქონდა ქალების მიმართ, რომ მთელი ცხოვრება აგროვებდა ფულს ერთი ახირებული სურვილისთვის – აეშენებინა ბიბლიოთეკა, სადაც მარტო კაცები იმუშავებდნენ და არც მის მართვაში ჩაერეოდნენ მდედრები. შესასვლელში უნდა ჰქონოდა წარწერა – “ქალების შემოსვლა აკრძალულია”. ამისთვის ზინკმა $35 000 მოაგროვა. მაგრამ მისმა ქალიშვილმა, რომელსაც სულ რაღაც $5 ერგო, გააპროტესტა და გაიმარჯვა კიდეც.


ჰაინრიხ ჰაინე – ქონება ცოლს იმ პირობით, თუკი გათხოვდებოდა. 1841 წელს გერმანელი პოეტი დაქორწინდა ევგენი მირატზე (მატილდაზე) – გაუნათლებელ, უკულტურო და ქედმაღალ მოსამსახურეზე პარიზული ფეხსაცმლის მაღაზიიდან. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა ანდერძი, სადაც მთლიანი ქონება მას დაუტოვა, ოღონდ იმ პირობით, თუკი ხელახლა დაქორწინდებოდა. რატომ? “რადგანაც ამ შემთხვევაში ერთი კაცი მაინც იქნება დედამიწაზე, ვისაც ჩემი სიკვდილი დაენანება.”


ჯინ როდენბერი – კრემაცია და გაფრენა კოსმოსში. ჯინ როდენბერს, რომელიც Star Trek-ის შექმნელია, ისე უყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკა და კოსმოსი, რომ დაიბარა, დაეწვათ მისი გვამი, ფერფლი კი კოსმოსში გაეგზავნათ. მის სურვილს პატივი სცეს და 1997 წელს ესპანური თანამგზავრით კოსმოსში “გაფანტეს”, უფრო სწორად კი თანამგზავრის ორბიტაზე გასვლისას დედამიწის ატოსფეროში გადმოყარეს.


ნიკ ვალისი – მოითხოვა ვაჟიშვილობის დაკარგვა. 22 წლის ნიკი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით იყო დაბადებული, რომლის დროსაც 15 წლიდან აღინიშნება თითქმის სრული უმოძრაობა, ხოლო სიკვდილის მიზეზი 30 წლამდე სუნთქვისა და გულის უკმარისობა ხდება ხოლმე. ნიკმა ექიმებს განუცხადა, რომ სიკვდილის წინ უნდოდა, სექსუალური უერთიერთობა გამოეცადა. მას სურდა, ჰქონოდა სასიყვარულო უერთიერთობები, რაშიც მისი მდგომარეობა ხელს უშლიდა. სურვილი ცხადია აუხდინეს და ამისთვის ერთ-ერთი მეძავი დაიქირავეს.


ჯეკ ბენი – ვარდი ყოველდღე მის ცოლს. ჯეკი და მერი ლივინგსტონი 48 წლის დაქორწინებულები იყვნენ, როცა შობის მეორე დღეს (1974 წ) ჯეკი გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მათი ურთიერთობა შორს იყო იდეალურისგან, მერი ენაგრძელი, მომთხოვნი და ქედმაღალი იყო. თუმცა ამის მიუხედავად, ჯეკს უყვარდა ის და გარდაცვალებიდან მეორე დღეს მეყვავილემ მის ცოლს წითელი ვარდი მიუტანა. იგივე განმეორდა მეორე დღეს და მომდევნო კვირებსა თუ თვეებში. ასე გაატარა 9 წელი მერიმ და ყოველდღე იღებდა ქმრისგან საჩუქარს ყვავილის სახით.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button