მოგზაურობასაქართველო

ვერეს ციხე

   ვერე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი და ციხე მდებარეობს მდინარე ვერის ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის მიდამოებში. შემორჩენილია სამონასტრო ნაგებობათა, გალავნის, გვიანდელი ხანის სამრეკლოსა და სხვა ნანგრევები. ანსაბლის ცენტრში აღმართულია VII საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერში ნავები გამოყოფილია სვეტების ორი წყვილით. ჩანს XI საუკუნის კაპიტალური შეკეთების კვალი _ განსაკუთრებით ფასადებზე. მონასტრის ქვემოთ, კლდოვან ქედზე IX-X საუკუნეების ციხის ნანგრევებია. ციხე გეგმით წაგრძელებულია, ნაგებია რიყის ქვით. ნაგებობა დაზიანებულია _ ფერდობებზე კლდეები შემორჩენილია 4-5 მ სიმაღლეზე. ციხის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეები მთავრდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკებით. აღმოსავლეთის კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ კონტური. ციხის ეზოში, გალავნის სამხრეთ კედელთან დიდი წყალსაცავია.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button