Apple-მა წარადგინა საკუთარი საკრედიტო ბარათი
Apple-ის პრეს-კონფერენციაზე წარდგენილი სიახლეებიდან ერთ-ერთი საინტერესო იყო საკრედიტო ბარათი Apple Card.
აქცენტი გაკეთებულია საკომისიოს არარსებობასა და შემცირებულ საპროცენტო განაკვეთებზე. ტიმ კუკის თქმით, ციფრული ბარათის მიღება შესაძლებელია აპლიკაცია Apple Wallet-ზე დარეგისტრირებით. ბარათის მომხმარებლები შეძლებენ გამოიყენონ იგი ნებისმიერ ადგილას, სადაც გათვალისწინებულია Apple Pay-ს მხარდაჭერა. ბუნებრივია, აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დანახარჯებსა და ტრანზაქციების სტატუსზე თვალყურის დევნება.
კომპანია Apple მომხმარებელს სთავაზობს 2%-იან ქეშბექს Apple Pay-ს გამოყენების შემთხვევაში და 3%-ს – თუკი ისინი რაიმეს შეიძენენ Apple-ის მარკეტებში. აგრეთვე აღსანიშნავია შესაძლებლობა – სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა მიიღოს ფიზიკური ბარათი, რომელზეც არ იქნება აღნიშნული არც CVV კოდი, არც ნომერი, არც სხვა რაიმე სახის მონაცემები. ფიზიკური ბარათის გამოყენებისას ქეშბექი 1%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკულ გიგანტს Apple Card-ის შექმნაში პარტნიორობა გაუწიეს Mastercard-მა და Goldman Sachs-მა. სერვისი მიმდინარე წელვე ამოქმედდება.