სიზმრის ახსნა

სიზმრის ახსნა – აბანო, აბაჟური, აბრეშუმი …..

აბაზანა თუ ახალგაზრდა სიზმარში იღებს აბაზანას – ეს მოასწავებს მღელვარებას საყვარელი ადამიანის გამო და მისი პატივისცემის დაკარგვის შიშს. ფეხმძიმე ქალს ასეთი სიზმარი აფრთხილებს უბედურ შემთხვევაზე ან მუცლის მოშლის საშიშროებაზე, მამაკაცს კი – ღალატზე. ასეთი სიზმრის შემდეგ გმართებთ დიდი სიფრთხილე ნებისმიერ საქმეში.

თუ თქვენ მარტო არ ბანაობთ, ცხადში უფრთხილდით საშიშ თანამგზავრებს, უკეთურ სიტყვებს ან ცილისწამებას.თუ ქვრივი ხედავს აბაზანას – ე.ი მან დაივიწყა ყოფილი ურთიერთობა და მზადაა ახალი სიყვარულისათვის. გოგონა ფრთხილად უნდა იყოს მოკეთესთან ურთიერთობაში, მამაკაცი კი ჩათრეულ იქნება უხამს საქმეში.
ჭუჭყიანი წყალი აბაზანაში მიუთითებს, რომ თქვენ გვერდით არსებობს ბოროტება და თვით სიკვდილი. ცივი და სუფთა წყალი მოასწავებს მხიარულებასა და ჯანმრთელობას. საერთოდ, ასეთი სიზმრის მნახველს ჰმართებს სიფრთხილე და კარგად გააზრებული მოქმედება.

აბანო ორთქლის აბანოში ბანაობა გიწინასწარმეტყველებთ, რომ ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ სახლიდან და მეგობრებიდან მოშორებით, თუმცა ეს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ გესიზმრებათ, რომ სხვები ბანაობენ, თქვენ დაკავებული იქნებით სასიამოვნო ნაცნობობით.

აბები სიზმარში წამლის აბის მიღება–ცხადში ბავშვის ავადმყოფობას ნიშნავს, თუმცა ეს თქვენ დიდ ტვირთად არ დაგაწვებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმეს აძლევთ აბს, ეს მიანიშნებს გარშემომყოფი საზოგადოების უკმაყოფილებას თქვენი მუდმივი უხასიათობით. უფრო გულღია და თბილი იყავით ადამიანებთან და ყველაფერი მოგვარდება.
სიზმარში აბები საქმეში უმნიშვნელო წარმატებას ნიშნავს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის ღებულობს აბებს ან მათ ჰყრის–მისი ცხოვრება დამძიმდება წვრილმანი შურითა და უაზრო შიშით.

აბორტი სიზმარში თუ ქალი თანახმაა აბორტზე, მართებს სიფრთხილე, რათა არ ჩაიდინოს ისეთი საქმე, რომელიც მას შეარცხვენს და ზიანს მიაყენებს. თუ ეს ოპერაცია ესიზმრება ექიმს, ე.ი სიზმარი შეახსენებს პროფესიულ ვალზე, რომლის უგულებელყოფის უფლება მას არ აქვს.

აბრეშუმი თუ სიზმარში აბრეშუმის ტანსაცმელს ატარებთ, თქვენი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული იქნება. შესაძლოა, იმ ადამიანსაც კი დაუმეგობრდეთ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button