რომის იმპერია
ძვ.წ–ის VIII ს–ში აპენინის ნახევარკუნძულზე, მდინარე ტიბრის ნაპირას ძმებმა რომულუსმა და რემუსმა დაარსდეს ქალაქი რომი. პირველი ლეგენდარული მეფე იყო რომულუსი, რომელმაც მოქალაქეები პატრიციებად (წარჩინებულებად) და პლებეებად (დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები) დაყო. მანვე სენატი (თავიდან უხუცესთა საბჭო, შემდეგ რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ორგანო) დააფუძნა. სენატი თავიდან 100 პატრიციას, შემდეგ 300 პატრიციას და პლებეის აერთიანებდა. რომში სულ შვიდმა მეფემ იმეფა და ამის შემდეგ სამეფო ძალაუფლება დაემხო. დაიწყო რესპუბლიკის პერიოდი, რომელმაც ძვ.წ-ის I ს–ის მეორე ნახევრამდე იარსება. სახელმწიფოს მართავდა სენატი. სენატი ირჩევდა კონსულებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ და მათ ყველა ემორჩილებოდა სახალხო ტრიბუნების გარდა (ასევე არჩევითი თანამდებობა, რომლებსაც პლებეების წრიდან ირჩევდნენ). კონსულებს ეხებოდა საგარეო და საშინაო საქმეები – ომი და ზავი, გადასახადები, სახელმწიფო ხაზინა, სამხედრო ტრიბუნების (მხედართმთავრები) დანიშვნა, ჯარის შეკრება და ა.შ. სენატი განიხილავდა სასამართლო დავებს. რესპუბლიკის დამხობის შემდეგ დამყარდა იმპერია. პირველი იმპერატორი იყო ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ. 31– ახ.წ.14 წწ.). რომის იმპერია IV საუკუნეში ორად გაიყო. დასავლეთ რომის იმპერიამ, რომლის დედაქალაქი იყო რომი, V ს-ის 70-იან წლებამდე იარსება, როდესაც მას გერმანულმა ტომებმა, ვესტ გოთებმა ბოლო მოუღეს. აღმოსავლეთ რომის, იგივე ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი გახდა კონსტანტინოპოლი (ახლან. ისტამბული). ამ სახელმწიფომ იარსება 1453 წლამდე, როდესაც ის თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს.
მონარქია რომში
ძვ.წ 753-509
ადგილი : აპენინის ნახევარკუნძული
დრო: ძვ.წ I ათასწლეულის პირველი ნახევარი
ლეგენდა: ალბა ლონგას მეფემ განიზრახა მოეკლა ორი ჩვილი ძმა, რომულუსი და რემუსი, ჩვილები სიკვდილს გადაურჩნენ, რადგან ისინი ძუ მგელმა იპოვა, გამოკვება და გაზარდა, ძმებმა ალბა ლონგას მეფე შეიპყრეს, რომულუსმა დააარსა ქალაქი რომი.
რომის ბოლო მონარქი ტარკვინიუს სუპერბუსი ძვ.წ 509 წელს დაამხეს, რითიც მონარქია დამთავრდა და რესპუბლიკა დაიწყო.
კეისრის მკვლელობის შემდეგ , მისი დის შვილი ოქტავიანე ავგუსტუსი გახდა მმართველიო რომისა. ძვ.წ 31- ახ.წ 14.
ავგუსტუსის მმართველობა ოქროს ხანად ითვლება.
აღმოსავლეთ რომმა ყველაზე დიდი ტერიტორია დაიკავა ტრაიანეს დროს 98-117 წლებში.
კარაკალას ედიქტი (198-217) : ყველა თავისუფალი ადამიანი- მოქალაქეა.
III საუკუნის შუა ხანებში რომში ერთგვარი კრიზისი იწყება, რაც ქრისტიანობის გავრცელებასთანაც არის დაკავშირებული.
ქრისტიანობას დევნიდა რომში დიოკლეტიანე (284-305) მან გააუქმა რესპუბლიკური მართვის სისტება და დომინუსად იწოდა. რომი დაყო 4 ნაწილად.
ძვ.წ 73-71 წლებში მოხდა მონის, სპარტაკის აჯანყება.