შორისდებული და სასვენი ნიშნები შორისდებულთან
ბგერას ან ბგერათა ჯგუფს, რომელიც მთქმელის გრძნობას გამოხატავს, შორისდებული ჰქვია.
შორისდებულებია: ო, უუჰ, ვაი, ახ, ოხ, ჰო, ეჰ, ვიშ, ყოჩაღ, იჰ, ბიჭოს.შორისდებულის შემდეგ ძახილის ნიშანი ან მძიმე იწერება.
ცალკე ხმარებული შორისდებულის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება.
ერიჰაა! – შესძახა იმან. – ერიჰაა!ოჰო! – თქვა მეორემ.
თუ შორისდებული წინადადების თავშია და დიდი გრძნობით და პაუზით არის წარმოთქმული, მის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება, სხვა შემთხვევაში – მძიმე.
უჰ! ეგეც კარგია, სხვა?ოჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ ტკბილო!თუ შორისდებული მეორდება, თითოეულის შემდეგ ძახილის ნიშანი ან მძიმე იწერება.ჰმ! ჰმ! – ხვნეშოდა მოხუცი.უჰ, უჰ, რა ცივა!უჰ, უჰ, უჰ, რა ყკბილია!1. დავალება. წაიკითხეთ მაგალითები, გამოყავით შორისდებულები და აღნიშნეთ, მთქმელის რა გრძნობას გამოხატავენ.1. ახ, ნეტავ მალე გათენდეს. 2. უჰ, უჰ, რა ცივა! 3. ო, რა კარგი ხარ. 4. ვიშ, რა დილაა, რა დილა! 5. სუ! ჩუმად-მეთქი! 6. ააჰ, ნეტავ იმ დღეს!