პოეზია

ჰიუტონენი ვილე – * * კორტიზონის ნემსი ფილტვებში

(მთარგმნელი: ნიკა ჯორჯანელი)

კორტიზონის ნემსი ფილტვებში, და ხრინწნარევი
ხველით მოწყვეტილი
შედედებული სისხლი ბალიშზე
როგორც ნიშანი სიცოცხლის

მინდა ბალტიის ზღვაში ვიბანაო

ნერწყვში, რომელსაც ოკეანე სულ უფრო ნთქავს

მინდა, რომ შინ ფორნით
მივყავდე

მინდა ვეამბორო
რუსეთს
გარდაცვლილი მატროსის
დედას

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button