განხილვაწიგნები

მკითხველური ცოდვები და პრობლემები

ქართული წიგნის ბაზარი ბოლო ათწლეულია ვერ დაიჩივლებს გამომცემლობების სიმცირით. როგორც ჩემი ლექტორი ლევან ბერძენიშვილი ამბობს ხოლმე, ადრე იყო წიგნის ხელში ჩაგდების პრობლემა და ახლა არის წიგნის ხელიდან გაგდების პრობლმა. ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მოდით ახლა რამდენიმე პრობლემაზე ვისაუბროთ, რომელიც მე ძალიან მაწუხებს და ჯერ ისეთი ნამდვილი მკითხველი არ მინახავს ამაზე რომ არ დაეწუწუნოს.

ბაზარზე გამომცემლობების სიმრავლემ წარმოშვა არჩევანის პრობლემა. შედიხარ მაღაზიაში, ყიდულობ წიგნს და ზოგჯერ რბილად რომ ვთქვათ პირველკლასელის საჯღაპნი რვეული შეგრჩება ხელში. მოკლედ რაოდენობა თვისობრიობაში ვერ გადავზარდეთ ქართველებმა.

საქართველოში იყო დრო, როდესაც წიგნი და პური თითქმის ერთი ფასისა იყო და ამის ფონზე ერთ წიგნში გადახდილი საშუალო 15 ლარი ძვირად გვეჩვენება. მითუმეტეს, რომ ზოგჯერ წიგნის შინაარსი იკარგება თარგმანის უხარისხობის ან /და ტექსტის რედაქტორის აცდენილი ხელის გამო.

რედაქტორებზე გამახსენდა, ჩემი ერთ-ერთი ახლობელი რედაქტორია და როგორც ყველა ცუღლუტი რედაქტორი “მარგალიტებს აგროვებს ხოლმე. მოკლედ ვინც რამეს წერთ, თავს კონტროლი გაუწიეთ რედაქტორები ჩუმჩუმელა ხალხია.

პირადად ჩემს ბიბლიოთეკაში უხვად არის “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” წიგნები. ამ გამომცემლობას, ჩემი აზრით ყველაზე კარგად აქვს დაჭერილი ის შუალედი როცა ეგრეთწოდებულ “urban trash” და ნამდვილ ჯანმრთელ ლიტერატურას სთავაზობს მომხმარებელს .

“დიოგენეს” სერიებსაც ხშირად შეხვდებით ჩემთან, ძალიან ხარისხიანი წიგნების ფონზე მთლად ისეთი პოპულარულიც ვერ არის როგორც ვთქვათ სულაკაურის გამომცემლობა მაგრამ ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრით.

Image result for დიოგენე გამომცემლობა

ბოდიში მომიხდია და, “ბიბლუსში” ვცდილობ არ ვიარო. პალიტრაL ის გამომცემლობის წიგნებს ვინმე თუ მაჩუქებს ხოლმე თორემ ჩემით წლებია აღარ ვყიდულობ. თვითონ “ბიბლუსში” კი სხვადასხვა გამომცემლობის წიგნებია და ვიღაც შეიძლება შემომედაოს შენც ადექი და სხვა წიგნები იყიდეო, მაგრამ ვინაიდან ეს წიგნის მაღაზია “პალიტრა მედიას” ჰოლდინგის წევრია ძირითადად ამ გამომცემლობის წიგნებზე მუშაობს და ამიტომ არჩევანი მეზღუდება ხოლმე.

“ლატერნაში” ვუკვეთავ ხოლმე წიგნებს…

Image result for ლატერნა

თან ძალიან ხარისხიანია და თან შინაარსობრივადაც მრავალფეროვანი. თან ბიბლუსისაგან განსხვავებით ნახევარი საიტი “მარაგი ამოწურულია” თაგით არ აქვთ სავსე.. პარნასში ხშირად მნახავთ იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი უსაყვარესი პაწაწინა ადგილია ჩემთვის სადაც საათობით შეიძლება შევჩერდე წიგნების შესარჩევად…… ან/და ისე, უბრალოდ.

ბოლო დროს, საქართველოში მომრავლდა ელექტრონული წამკითხველები, პლატფორმები, რომლებიც ელექტრონულ წიგნებს სრულიად უფასოდ ან გვარიანად ფასიანად გვთავაზობს. მე პირადად თვალებზე ძალიან მირტყამს ეს კომპიუტერში კითხვა, მაგრამ უნივერსიტეტისთვის ყოველ კვირა რომ ვიყიდო ის წიგნები რაც მჭირდება მეც გავკოტრდები დედაჩემიც და შეიძლება ბებიაჩემიც ცოტათი მიკოტრდეს. ამიტომ, მეც ხშირად მიწევს ელექტრონული წიგნების კითხვა, მაგრამ როცა საქმე ქართველ ავტორებს ეხებათ განსაკუთრებული ლოალობა მიპყრობს და ბოლო თეთრის გადახდა შემიძლია ხოლმე წიგნში. ახლა ვრცლად რომ ვილაპარაკო საავტორო უფლებებზე გამომცემლობებისა და ავტორების ტკივილებზე და იმაზე რომ სტუდენტის ჯიბე ამდენ წიგნს ვერ გაწვდება, შეიძლება ეს პოსტი აღარასდროს დამთავრდეს მაგრამ, მგონია რომ შეძლებისდაგვარად უნდა მივაქციოთ ყურადღება საავტორო უფლებების პოლიტიკას თორემ ბოლოს შეიძლება ყველანი, გამომცემლებიც ავტორებიც და მკითხველებიც ნულზე დავსხდეთ იმიტომ, რომ ყველა შრომას ჭირდება დაფასება. ბოლოსდაბოლოს კაპიტალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, თან შეიძლება ნებისმიერი softwear გადაიტვირთოს და წამეშალოს ნაკოწიწები წიგნები ნაბეჭდ წიგნებს კი ჩემი სახლიდან ვერავინ გაიტანს.

არ ვიცი ეს პრობლემები იმდენად მძიმეა თუ არა რამდენადაც მე აღვიქვამ მაგრამ, მგონია რომ უხარისხო წიგნები მკითხველს აფუჭებს ხოლო ის რომ ჩვენ თვეში ერთ წიგნს არ ვყიდულობთ წიგნის მაღაზიაში იმის იმედით რომ ვიღაც მოვა და არალეგალური ელექტრონული მასალით მოგვამარაგებს ეს ჩემი აზრით გარდა სოციალური პრობლემისა ცოტათი უკულტურობაცაა რაც მე პირადად როგორც მკითხველს არ მეპატიება.

Source
https://literbloging.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button