მეცნიერებაჯანმრთელობა
რა არის პლაცებოს ეფექტი?
რა არის პლაცებოს ეფექტი?
მეცნიერები დაახლოებით 1 საუკუნეა, პლაცებოს ეფექტს იკვლევენ, თავად ცნება კი მე-18 საუკუნეში გაჩნდა. 1955 წელს მკვლევარმა ჰენრი ბიჩერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები ეწერა.
დაკვირვება.
26 სხვადასხვა სახის დაკვირვებიდან ნათელი იყო, რომ პაციენტთა 35% რეაგირებდა პლაცებოზე. 60-იან წლებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა აღმოჩენამ, რომ უმოქმედო აბებს შეეძლოთ გავლენის მოხდება ორგანიზმზე. როცა პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ ამგზნებ საშუალებას აძლევდნენ, შეინიშნებოდა გულისცემის სიხშირის გაზრდა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, რეაქციის სისწრაფის ზრდა. ხოლო როცა ეუბნებოდნენ, რომ ძილის წამალს ასმევდნენ, მალევე ითენთებოდნენ. რეალურად კი ორივე შემთხვევაში აბი ზუსტად ერთნაირი იყო.