იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – პურის პურით ჭამა
ოთხნი ძმანი ვიყავით ცოლიანები. შემომადგა ცოლი ჩემი და ეგრე მეტყოდა: თუცა შენ ძმათა გაეყრები, ესეთი დიაცი ვარ, პურს პურით გაჭმეო.
დღე და ღამე არ მომისვენა. რა ძმას გავეყარე, ვუთხარ: პურით პურის ჭამა რა არს, მაჭამე-მეთქი!
შექმნა კორკოტი, წინ დამიდგა, პურიც ხელთ მომცა: აჰა, პური პურით ჭამეო.
ჯალაბნი მომძულდენ და გავეყარე.