იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – ქურდის მემკვიდრე
თავრიზის ქვეყანას იყო ერთი ქურდი. რომ სხვა ვეღარა დაეხელებინა რა, მკვდარს მოსთხრიდის, სუდარს გაჰხდიდის, შეღებავდის და გაყიდდის.
შეწუხდა თემი იგი კაცისა მისგან. ნატრობდის სიკვდილსა მისსა.
მოკვდა კაცი იგი და დარჩა შვილი, ერთი ვაჟი. ესრეთი ქურდობა დაიწყო, რომ არა ეგებოდა: მკვდარი მოსთხარის, სუდარი გახადის და მკვდარი ანძაზე ჩამოაცვის.
მის ქვეყნისა კაცთა მამასა მისსა ლოცვა დაუწყეს: იგი სუდარს გაჰხდიდის, გაყიდის, მკვდარს ანძაზე მაინც არ ააგებდაო!