როგორ არ უნდა მოვიქცეთ სასაფლაოზე? შეცდომები, რომელსაც იქ ყოფნისას ვუშვებთ!
ბევრს სასაფლაო ძალიან უწყინარი ტერიტორია ჰგონია, სადაც ყველაფრის გაკეთება ნებადართულია. დღესასწაულებზე იქაურობას რესტორნად აქცევენ და ხმაურობენ, რეალურად კი უნდა გააცნობიეროთ, რომ რა წამსაც სასაფლაოს ტერიტორიას კვეთთ, თქვენ აბიჯებთ მიცვალებულთა სამყაროში და ვალდებული ხართ, რომ მათი წესებით იმოქმედოთ! არც კი დაუშვათ წესის დარღვევა. აი, თუ რატომ, ქვემოთ წაიკითხავთ.
⚫️ რა არ უნდა გააკეთოთ სასაფლაოზე ყოფნისას?
1) საკვების მირთმევა
– სასაფლაო – ეს არის ნეკრო-ენერგია, ანუ სიკვდილის ენერგია, თქვენ კი ცოცხალთა სამყაროს მკვიდრი ხართ. საკვების იქ მირთმევა კატეგორიულად არ შეიძლება! სასტიკად არ შეიძლება პირდაპირ სასაფლაოს მიწაზე პროდუქტის დალაგება, თუ ასე მოიქცევით, პირდაპირ აიღებთ მკვდარ ენერგიებს, გაანაწყენებთ მიცვალებულთა სამყაროს და თავად იმ ადამიანს, ვისთანაც მიხვედით. ალკოლოჰზე საუბარიც აღარ მაქვს. არც კი გადაკვეთოთ სასაფლაოს ტერიტორია ალკოჰოლოთ ხელში!
2) დამოუკიდებლად მაგიური რიტუალების ჩატარება
– ძალიან ბევრი ადამიანი, დღეს, 21-ე საუკუნეში კითხულობს ვებ-გვერდებზე შავ მაგიურ რიტუალებს, სადაც წესიერად არც კი არის ახსნილი, რას რისთვის აკეთებინებენ ადამიანს და ამ ინსტრუქციით მათ ადამიანები სასაფლაოზე მიჰყავთ. ეს არის დაუშვებელი. პირველ რიგში, ამით ის ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს რისკავს, რადგან უმეტესად, რიტუალის მიხედვით, საფლავის მიწაში მარხავენ საკუთარ ან სხვის ფოტოს, ან სასაფლაოს მიწა მიაქვთ სახლში. ორივემ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა. დაიმახსოვრეთ, რომ სასაფლაოზე რიტუალებს მხოლოდ და მხოლოდ დარგის სპეციალისტები ატარებენ – ნეკრომაგები, რომლებმაც ზედმიწევნით იციან, როგორ მოიქცნენ იმ ტერიტორიაზე, რა ჩაიცვან, როგორ იმოძრაონ და ა.შ.
3) უკან მოხედვა
– დიახ, არ მოგესმათ. ეზოთერიულად, ადამიანი როდესაც იმყოფება სასაფლაოს ტერიტორიაზე, არ უნდა მოიხედოს უკან, თუ არ უნდა, რომ რომელიმე დაბალ ასტრალური არსების მიერ ენერგია გამოეცალოს და კიდევ უფრო უარესი, სახლშიც გაიყოლოს.
4) სამკაულები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
– კარგად დაიმახსოვრეთ, რომ სასაფლაოზე წასვლამდე არ გაიკეთოთ სამკაული, ჩაიცვით ისე, რომ მთელი სხეული გქონდეთ ტანსაცმლით დაფარული და სახლში მისვლამდე, ის ფეხსცმელი, რომელიც გეცვათ, ან კარგად გაწმინდეთ, გამდინარე წყლით და ტილოთი, ან, უფრო უკეთესი, გადაყარეთ. სახლში იგივე ფეხსაცმლით არ შეხვიდეთ, მითუმეტეს, თუ ტალახიანი იყო იმ პერიოდში სასაფლაოს ტერიტორია, რადგან შეიძლება სახლში საფლავის მიწა შეიტანოთ, რაც სახიფათო და სარისკოა.
5) სარკის წაღება
– არ წაიღოთ სასაფლაოზე სარკე. ზოგადად, თქვენი ვიზუალი მიცვალებულს არ აინტერესებს და ნურც იმაზე შეიწუხებთ თავს, თუ რამდენად მკვეთრი მაკიაჟი გაქვთ. სარკე – ეს არის პორტალი მიღმიერ სამყაროსთან, რაშიც მარტივად სახლდებიან სულები და სხვადასხვა უხილავი არსებები. შემდეგ იმ სარკეს თან წაიღებთ, სახლშიც მიიტანთ და… ალბათ, ხვდებით, რომ ეს კარგი არ არის! ამდენად, შეეცადეთ, არაფერი, რასაც ამრეკლი ზედაპირი აქვს, არ წაიღოთ სასაფლოზე, მითუმეტეს, სარკე.
6) დაგდებული ფული
– სასაფლაოს ტერიტორიაზე ხშირად ნეკრომაგები ატარებენ რიტუალს, რითაც კონკრეტული ადამიანის უიღბლობა, ფინანსური პრობლემები, ჭირი და წარუმატებლობა გადააქვთ სხვადასხვა ნივთებზე და ეს ძალიან ხშირად არის – ფული. იმ ფულს ყრიან სასაფლაოზე და ის შემთხვევითი ადამიანი, რომელიც ამ ფულს აიღებს, საკუთარ თავზე იტვირთავს მთელ იმ პრობლემებს, რომელიც პრაქტიკოსმა ვიღაცას მოაშორა. დაიმახსოვრეთ, იგივე წესები მოქმედებს გზაჯვარედინზეც. არასოდეს აიღოთ იქიდან არც ფული და არც სხვა ძვირფასეულობა, ან თუნდაც ჩვეულებრივი ნივთი.
7) ბონუს რჩევა
– არასოდეს დატოვოთ სასაფლაოზე თქვენი ბიომასალა – თმა, ფრჩხილი, ნერწყვი, სისხლი და ა.შ. არ გადააფურთხოთ სასაფლაოზე, ყოველთვის შეკრული თმით იარეთ, ან ქუდით და დაიზღვიეთ თავი მაქსიმალურად!
• •