5 ნიშანი იმისა, რომ ვიტამინების დეფიციტს განიცდით!
💊 ვიტამინები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, თუმცა მის ნაკლებობას სპეციფიური სიმპტომები აქვს. ⤵️
1) მტვრევადი თმა და ფრჩხილები
– ეს უკანასკნელი, რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს, ერთ-ერთია ვიტამინ ბიოტინის დეფიციტი.
2) სუსტი იმუნური სისტემა
– თუ მალე ცივდებით, ადვილად გტკივდებათ ყელი და მედიკამენტების გარეშე დაავადებებს ვერ მკურნალობთ, ეს რამდენიმე სახეობის ვიტამინის ნაკლებობის ნიშანია.
3) სუსტი მხედველობა
– თუ თვალები გებინდებათ და ვერ არჩევთ ფიგურებს, განსაკუთრებით, ღამით, ეს შეიძლება ვიტამინ A – ს ნაკლებობაზე მიანიშნებდეს.
4) თმის ცვენა და ქერტლი
– თმის ცვენას და ქერტლს შეიძლება კომპლექსური პრობლემაც იწვევდეს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ორგანიზმში ყველაფერი რიგზე გაქვთ და მხოლოდ გარკვული ვიტამინების მიღება გესაჭიროებათ.
5) ქრონიკული დაღლილობა
– მთავარი სიმპტომი, რომელიც ახასიათებს ვიტამინების დეფიციტს, სწორედ ქრონიკული დაღლილობაა. თუ მთელი დღის მანძილზე ფიზიკურად და გონებრივად არ იტვირთებით და ადეკვატური მიზეზი არ აქვს თქვენს გადაღლილობას, ჯობია ოჯახის ექიმს, რაც შეიძლება მალე მიმართოთ!