Bank Of America ასახელებს Bitcoin-ში ინვესტირების მთავარ მიზეზს
”მთავარი არგუმენტი Bitcoin-ის სასარგებლოდ არის არა დივერსიფიკაცია, სტაბილური მომგებიანობა ან ინფლაციისგან დაცვა, არამედ ღირებულების წმინდა ზრდა”, – ნათქვამია მიმოხილვაში.
Bank Of America განმარტავს: Bitcoin-ი არ უკავშირდება ინფლაციას და რჩება უკიდურესად არასტაბილური, შედეგად იგი არ არის საუკეთესო საშუალება დაგროვებისა და ანგარიშსწორებისთვის. თავის მხრივ, Bitcoin-ის ფასის ზრდა – ეს გახლავთ ფაქტორი, რომელიც დამოკიდებულია ამ კრიპტოვალუტის მოთხოვნაზე.
ამასთან, Bitcoin-ის შეთავაზება ხელოვნურადაა შეზღუდული – აღნიშნავს Bank Of America. მისი გამოთვლებით, კრიპტოვალუტის გამოშვება შემოიფარგლება 21 მილიონი მონეტით წელიწადში, ხოლო მიწოდების ზრდა განახევრდება ყოველ ოთხ წელიწადში. მოთხოვნის რყევა ხდება „ფასების მოძრაობის გასაღები“.
უფრო მეტიც, ეს კრიპტოვალუტა გამოირჩევა მაღალი კონცენტრაციით: Bitcoin-ების 95% კონცენტრირებულია ანგარიშების 2.4%-ში. ფედერალური ბანკის მონაცემებით მდიდარი ამერიკელების მხოლოდ 1% აკონტროლებს შეერთებულ შტატებში საოჯახო ქონების მხოლოდ 30.4%-ს. ამის გამო ვალუტა დაუცველია ამ ანგარიშებზე ნებისმიერი მოძრაობის ფასის ცვალებადობისგან.
Bitcoin-ი აგრეთვე შეზღუდულია ანგარიშსწორების რთული სისტემით: მისი გამოყენებით შესაძლებელია საათში მხოლოდ 14 ათასი ტრანზაქციის განხორციელება, შედარებისთვის, გლობალურ საგადახდო სისტემა Visa-ს ანალოგიური მაჩვენებელი 236 მილიონი ტრანზაქციაა საათში. Bitcoin-ის მომგებიანობა მგრძნობიარეა დოლარზე მოთხოვნის ზრდის მიმართ. Bitcoin-ში 93 მლნ აშშ დოლარის შემოდინებამ შესაძლოა განაპირობოს ფასის 1%-იანი ზრდა.