განხილვამუსიკა

Signs – Path Of The Damned (2012)

symphonic black metal

ტრეკლისტი:

  1. Two Sides Of The Same Coin (5:34)
  2. Brothers In Sin (5:36)
  3. Coldness Of Humanity (7:46)
  4. Path Of The Damned (7:38)
  5. Embrace The Tide (7:31)
  6. Burned, Not Enslaved (6:53)
  7. Agony In Despair (6:46)
  8. Dominion Shall Fall (6:05)
  9. Illuminati (6:14)

შემადგენლობა:

  • სერგი შენგელია – ვოკალი, გიტარა
  • შოთა დარახველიძე – გიტარა
  • გენადი ბაგალიშვილი – კლავიშები
  • დიტო ყუბანეიშვილი – კლავიშები (7, 9)
  • ალექსანდრე გონგლიაშვილი – კლავიშები, დასარტყამი ინსტრუმენტები

ქართულ მეტალ სცენას თავისი რამდენიმე მახასიათებელი ასპექტი აქვს: აქცენტი მეტალის ექსტრემალურ სტილებზე, თითქმის არარსებული სუფთა ვოკალი, მუსიკოსთა მულტიინსტრუმენტალიზმი და სცენის წამყვანი ჯგუფების ერთმანეთთან ნათესაობა. Signs ქართული მეტალ სცენის ყველაზე დაკავებული მუსიკოსის, სერგი შენგელიას (Angel Of DiseaseEnnuiNo Regrets) მორიგი პროექტია და თან Tanelorn-ის კლავიშნიკიც უკრავს, ასე რომ მათი პირველი ალბომის მიმართ მოლოდინები უკვე ძალიან დიდი იყო.

ჩამოთვლილი ბენდებისგან გასხვავებით Signs მყარად იკავებს სიმფონიური black metal-ის ტერიტორიას. სტილისთვის ტიპიურ ჟღერადობრივ გიტარულ მეწყერს კარგად ავსებს ატმოსფერული კლავიშები და სოლო-გიტარის უეცარი, ძალზედ მელოდიური აფეთქებები. რიტმ-სექციის მხრივ მუსიკა ძალიან დინამიური და მრავალფეროვანია, რაც ალბომს მთლიანობაში დიდ სიხალასეს ანიჭებს. ზოგადი შთაბეჭდილების შესაქმნელად, წარმოიდგინეთ მუსიკა Borknagar-ის ენერგიითა და ეპიკურობით და Old Man’s Child-ის ცივი, პიქრუში ატმოსფეროთი.

ხმის რეჟისურაც უმაღლესი დონისაა – ის აქცენტს აკეთებს sound wall-ზე და თან მცირე სიმფონიურ მომენტებსაც კი არ კარგავს; ამიტომაც, ალბომი ძალიან საინტერესოდ ისმინება. ნამუშევარი თავიდან ბოლომდე ძლიერია, თუმცა, ჩემი აზრით, მწვერვალი Path Of The Damned და Dominion Shall Fall-ია. ალბომი არ ამბობს მუსიკაში რაიმე ახალს, მაგრამ შესრულებულია სტილის საუკეთესო ტრადიციებში. ასე, რომ მეტალისტებისთვის თავისუფლადაა რეკომენდებული.

სექტემბერში ჯგუფი მეორე ალბომ „United In Tragedy”-ს გამოსცემს, ასე რომ არ გამოგრჩეთ!

8,5 / 10.

————————————————————————————————————

Georgian metal scene has its own characteristics: accent on extreme metal styles, scarcity of clean vocals, multiinstrumentalism of musicians and relatedness of the leading bands of the scene. Signs is yet another project of Sergi Shengelia (Angel Of DiseaseEnnuiNo Regrets), arguably the most active musician on the scene today and also features Tanelorn’s keyboardsman, so expectations of their debut album was very high.

In contrast to aforementioned bands, Signs stand firmly on symphonic black metal territory. Typical guitar avalanche is well filled with atmospheric keys and sudden, very melodic solo-guitar explosions. The rhythm section is very inventive thought the album – very dynamic and with much variety, giving much needed freshness to this black metal album. To get a broad picture, just imagine music combining the energy of Borknagar and the cold, grim atmosphere of Old Man’s Child.

Sound production is top-notch – it accentuates the sound wall not having to lose even a slightest symphonic background bit; so that’s why album can be listened throughout with much interest. The work is without any weak spots, but Path Of The Damned and Dominion Shall Fall come as highlights to me. Not saying anything new in music, the album still keeps the best traditions of the stile, so it can be easily recommended to the metalheads.

The band will release their sophomore album, “United In Tragedy” in September, so stay tuned!

8,5 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Signs – Path Of The Damned (2012)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button