ახალი ამბებისმარტფონები

Xiaomi-მ დააპატენტა სმარტ-სათვალე თერაპევტული ფუნქციებით

ჩინური კომპანია Xiaomi, ინტერნეტ წყაროების თანახმად, იკვლევს ახალი მოწყობილობის გამოშვების შესაძლებლობას. გაჯეტი აღწერილია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ საპატენტო დოკუმენტაციაში.

რეგისტრაციის განაცხადი შეტანილია Beijing Xiaomi Mobile Software Co-ს სახელით. დოკუმენტის სახელწოდებაა „სმარტ-სათვალე და სათვალის ქეისი“ (Smart glasses and glasses case). 

სათვალე თერაპევტული ფუნქციებით ხასიათდება. სავარაუდოდ, მოწყობილობა შეძლებს წარმოქმნას ხმოვანი სიგნალები, ელექტრომაგნიტური ტალღები, აგრეთვე სინათლის გამოსხივება (ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და / ან ხილული). 

ავტორების ჩანაფიქრის თანახმად ეს გაჯეტი სპეციალისტებს დაეხმარება სხვადასხვა დარღვევებისა და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობაში, როგორებიცაა თავის ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, შფოთვითი მდგომარეობა და ა.შ. გარდა ამისა, სათვალე მოხსნის თვალებზე დაძაბულობას კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. 

image.jpeg

საპატენტო ილუსტრაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარეგნულად მოწყობილობა ჩვეულებრივი სათვალის მსგავსი იქნება. საუბარია მასში არსებულ სხვადასხვა გამოსხივებაზე, რომლებიც განკუთვნილი იქნება ამა თუ იმ ტიპის სიგნალის გენერირებისთვის. კვებას უზრუნველყოფს ინტეგრირებული ბატარეა. 

სამწუხაროდ, ჯერჯერობით გაურკვეველია როდის გამოჩნდება მსგავსი გაჯეტი კომერციულ ბაზარზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button