როგორ იცავენ თავს მწერები თავსხმა წვიმის დროს
ყველა ჩვენგანი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვედრილა კოკისპირულ წვიმაში და გალუმპულა. უამრავი ადამიანისთვის ეს არც ისე სასიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა როგორც ირკვევა, არამხოლოდ ადამიანებისთვის. ამ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ წვიმიან ამინდში მოხვედრა დიდად არც მწერებს სიამოვნებთ.
ეს პატარა არსებები მაქსიმალურად ცდილობენ, მოერიდონ (მათთვის) გიგანტურ წვეთებს და სადმე შეაფარონ თავი, ხანდახან ისინი სხვა მწერებსაც კი იყენებენ, როგორც ქოლგას. რუსი ფოტოგრაფის ვადიმ ტრუნოვის მიერ ვორონეჟის ოლქში გადაღებული ფოტოები აჩვენებს, როგორ უმკლავდებიან თავსხმა წვიმას სხვადასხვა მწერები.
ამ ფოტოების უმეტესობა უკვე ძალიან პოპულარული გახდა ფოტოგრაფების ნამუშევრების გასაზიარებელ ცნობილ საიტ 500px-ზე, აქ მათ 240 000-ზე მეტი ნახვა აქვთ. ტრუნოვი სურათებს მაკროლინზების მეშვეობით იღებს, ეს საშუალებას აძლევს მას, დააფიქსიროს საოცრად მკაფიო კადრები.
ლოკოკინა და კალია ვორონეჟის ოლქში, რუსეთი
ჭიანჭველა წყალს ამოწმებს
სპირალური ნიჟარის მქონე ლოკოკინა გუბურის ზედაპირზე ტივტივებს
ლოკოკინა წვიმის დროს
პეპელა ისვენებს წყლის სიახლოვეს
ჭიანჭველა ანტენებით ამოწმებს სასმელად ვარგის წყალს
ლოკოკინა ტბორზე მისრიალებს
ჭიანჭველა ფეხით ამოწმებს წყალს
წითელი ჭიანჭველა წყლის ზედაპირს ანტენებით ეხება
წვიმაში მოხვედრილი მწერები
წვიმის დროს სოკოზე წამომჯდარი ლოკოკინა
ფოტოგრაფის მიერ დაჭერილი წვიმის წვეთის კადრი
ჭიანჭველა წყურვილს იკლავს
პეპელა წვიმის წვეთების არიდებას ცდილობს
ჭიანჭველები წყალზე დადიან