classical crossover, jazz
ტრეკლისტი:
- გაზაფხულის სიმღერა (3:14)
- ბრაზილეირა (2:08)
- ტანჯული სიყვარული (4:14)
- სამი ცეკვა: ქალაქური (2:21)
- სამი ცეკვა: სიმდი (3:38)
- სამი ცეკვა: მთიულური (3:40)
- რომანსი და ვალსი (3:40)
- რეგთაიმი (The Easy Winners) (2:22)
- ვალსი (The Waltz Limp) (1:53)
- რეგთაიმი (Points On Jazz) (2:05)
- თურქული რონდო (Blue Rondo A-la Turk) (5:48)
შემადგენლობა:
- მედეა ფანიაშვილი – ფორტეპიანო
- მედეა ალთუნაშვილი – ფორტეპიანო
- თამაზ ყურაშვილი – კონტრაბასი (1. 7-10)
- გია სალაღიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები (1, 7-10)
ქართველი ინსტრუმენტალისტები უმეტესად კლასიკურ, ორთოდოქსულ საშემსრულებლო გეზს მიყვებიან, მაგრამ არსებობენ მუსიკოსებიც, რომელთაც კლასიკური მუსიკის უფრო თავისუფალი ინტერპრეტაცია ურჩევნიათ და მის ფარგლებს გარეთ გასვლას არ ერიდებიან. ამის ერთ-ერთი მაგალითია მედეა ფანიაშვილისა და მედეა ალთუნაშვილის საფორტეპიანო დუეტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა კლასიკურ მუსიკასა და ჯაზ თავისებური, ორიგინალური ინტერპრეტაციით.
ამ ფირფიტაზე ძალიან საინტერესო რეპერტუარია წარმოდგენილი: უცხოური და (ფ. მენდელსონი, ფ. კრეისლერი / ს. რახმანინოვი) და ქართული (დ. თორაძე, ს. ნასიძე) კლასიკური ნაწარმოებების გვერდით არის ინსტრუმენტული ჯაზი, რომელსაც დუეტი განსაკუთრებით თვითმყოფადად იაზრებს. მაგალითად, დ. ბრუბეკის „თურქული რონდო“ ამ შესრულების დინამიკით მოისმის, როგორც ბეთჰოვენის რომელიმე ჰიპერენერგიული სონატის ნაწილი. Waltz Limp-ს კი, ორიგინალისგან განსხავებით, კლასიკური, მკაფიოდ გამოხატული ვალსის რიტმი აქვს ჩამოყალიბებული.
მოკლედ, ეს ფირფიტა საფორტეპიანო დუეტის ფორმატის მოყვარულს მრავალფეროვან, ორიგინალურად შესრულებულ და ინტერპრეტირებულ მუსიკას სთავაზობს; ამასთან, აქ ქართული კლასიკური მუსიკის რამდენიმე ნაკლებად ცნობილი და ძალიან საინტერესო ნიმუშია შესული. ასე რომ, ეს ალბომი თავისუფლადაა რეკომენდებული.
8 /10.
————————————————————————————————————
Georgian instrumentalists mostly follow orthodox road of classical musicianship, but some musicians eagerly interpret classical music a bit more freely and even go beyond its borders. Medea Paniashvili’s and Medea Altunashvili’s piano duo can serve as a great example – for decades, they performed classical music and jazz with their own, original interpretations.
There’s a very interesting repertoire on this record: besides foreign (F. Mendelssohn, F. Kreisler / Rachmaninov) and Georgian classical music (D. Toradze, S. Nasidze) there’s instrumental jazz, very originally reimagined. For example, this rendition of D. Brubeck’s “Blue Rondo A-la Turk” sounds like a hyperenergetic Beethoven sonata; Waltz Limp, in contrast with original, possessed a clear waltz rhythm.
Putting it short, this LP offers originally interpreted and performed piano music of wide variety. Also, there one can find a couple of less-known, but very interesting pieces of Georgian classical music. So this album is warmly recommended.
8/10.
გადმოსაწერი ბმული / download link: Medea Paniashvili / Medea Altunashvili – Piano Duo (1989)