ანიმენარუტოსხვადასხვა

ანიმე ნარუტო – ხის გამოშვება

ერთადერთი ცნობილი შინობი, რომელიც ხის გამოშვებას ბუნებრივად ფლობდა, ჰაშირამა სენჯუა. ხეების სამყაროს დაბადებით მან კონოჰაგაკურეს საძირკველი შექმნა და მისი პირველი ჰოკაგე გახდა. ამ ტექნიკით ჰაშირამას ბრძოლის ველის სურვილისამებრ გარდაქმნა შეეძლო.

ხის გამოშვების ძლევამოსილების გამო ჰაშირამას უჯრედების გადანერგვის გზით რამდენიმე შინობმა იგი ხელოვნურად შეიძინა. როგორც ობიტო უჩიჰამ შენიშნა, ასეთ შემთხვევაში მისი მართვა ძალიან ძნელია და მისი გამომყენებელი შეიძლება ჰაშირამას უჯრედების მსხვერპლი გახდეს. ხის გამოშვების გამოყენების შედეგად დანზო შიმურამ ჩაკრას მარაგი დაკარგა და ლამის ხედ გარდაიქმნა.

ჰაშირამას ძალის მითვისება პირველად მადარა უჩიჰამ სცადა. დასასრულის ველზე ორთაბრძოლისას მადარამ ჰაშირამას დეენემი მოიპარა და მისი გადანერგვის შედეგად ხის გამოშვება შეიძინა, რაც მან მეოთხე მსოფლიო ომში არაერთხელ გამოიყენა. ჰაშირამას უჯრედებისა და გარეთა გზის დემონური ქანდაკების ერთობლივი ძალით მადარამ ჰაშირამას ცოცხალი კლონი შექმნა, რისი წყალობითაც მან ხელოვნური ჰუმანოიდები შექმნა, რომლებიც ჰაშირამაზე გაცილებით სუსტ ხის გამოშვებას ფლობდნენ. კანნაბის ხიდთან სასიკვდილოდ დაჭრილი ობიტო უჩიჰას გადარჩენის მიზნით მადარამ მას ცოცხალი კლონის უჯრედები გადაუნერგა. შედეგად ხის გამოშვება ობიტომაც შეიძინა.

პირველი ჰოკაგეს შესაძლებლობების მითვისებას ოროჩიმარუც ცდილობდა. მან სამოც ადამიანზე ჩაატარა ექსპერიმენტები და მათგან მხოლოდ იამატო გადარჩა. შედეგად მან ხის გამოშვება შეიძინა. ჰაშირამას უჯრედები ოროჩიმარუმ დანზოს მარჯვენა მკლავშიც გადანერგა. თავად ოროჩიმარუმ ეს შესაძლებლობა მას შემდეგ შეიძინა, რაც მან თეთრი ზეცუს კლონის სხეული მიისაკუთრა.

მეოთხე მსოფლიო ომში მადარამ და ობიტომ ათკუდიანის მართვა ჰაშირამას უჯრედების წყალობით შეძლეს. გარდა ამისა, ურჩხულთან ფიზიკურად მიერთებულმა ობიტომ ხის გამოშვების ტექნიკა ათკუდიანის სხეულით შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ იამატოს ნარუტო უზუმაკიზე ცხრაკუდიანის გავლენის დაჯაბნა შეეძლო. როგორც ჩანს, ეს ტექნიკა ხის გამოშვებისგანაა წარმოებული, რადგან მისი შესრულების დროს მიწიდან ხის დაკბილული ძელები ამოდის და ჯინჩურიკის გარშემო წრიულად ლაგდება. ამ დროს იამატოს მარჯვენა ხელის გულზე 座 (“დაჯექი”) გამოსახული. ამ ტექნიკის შესასრულებლად პირველი ჰოკაგეს ყელსაბამი იყო საჭირო. მისი განადგურების შემდეგ იამატომ განაცხადა, რომ იგი ურჩხულის დათრგუნვას ვეღარ შეძლებდა, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ნარუტომ სიმართლის ჩანჩქერთან დაიწყო გარდაქმნა, იამატომ განაცხადა, რომ იგი ურჩხულის დაჯაბნას შეეცდება. როგორ აპირებდა იგი ამას უცნობია, რადგან ნარუტოს ტრანსფორმაცია სხვა ფაქტორმა შეაჩერა.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button