ალექსანდრე მჭედლიშვილი – ბეღურებთან ერთად
გვიანი შემოდგომაა, თითქმის ზამთრის პირი. ღამეა, კარავში ჯარისკაცები წვანან. კარვის კარები და ფანჯრები დახურულია. ღამის სიჩუმეს და წყვდიადს ბუკნაჭოტის კივილი თუ არღვევს, რაღაც ცივი და გამჭოლი ხმით. ფიქრებში დაღლილ ჯარისკაცებს ჩაეძინათ. ერთ, ახალგაზრდა კაპრალს მაგრად ჩაუბღუჯია მკერდზე მიდებული ცეცხლსასროლი იარაღი. თითქოს განგაშისათვის ემზადება. დილით, რიჟრაჟზე საგუშაგოზე გასვლა უწევს.
აჰა, ირიჟრაჟა კიდეც, კარვის კარებთან ჩიტებმა ჟივილ–ხივილი ატეხეს, თითქოს შორიდან ეძახდნენ ჯარისკაცებს, –გაიღვიძეთ, ადექით, საგუშაგოზე არ დააგვიანოთ! ღამის გუშაგები ცოდოები არიან, გაიყინებოდნენ საწყლები სიცივისაგან, დროზე შეცვალეთ. ჯარისკაცები ღამით მორიგეობდნენ, დილით კი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
კარავში ხვრინვა შეწყდა, ვიღაცამ დაამთქნარა, იქეთ მეორე წამოდგა და გაიზმორა. ხელები განზე გაშალა, თითქოს საცეკვაოდ ემზადებაო. –ნეტა ვინ დაავალა ჩიტებს ჩვენი გაღვიძება?– ეკითხებოდნენ ერთმანეთს გაკვირვებული სახით ჯარისკაცები. –ალბათ ჩიტის გულმა გონიერმა– უთხრა ერთმა მეორეს, –ისინი როგორც ჩვენ, ერთმანეთს ენაცვლებიან ბუდესა და ბარტყებს, რომ ყარაულობენ. ალბათ, მათაც ენატრებათ ჩვენსავით ზამთარში სითბო და ტკბილი ძილი. ჩიტები ისევ აჟღურტულდნენ, –ნახე, ნახე, როგორ გვეძახიან: ჩქარა, ჩქარა გაემზადეთო– დაამატა ახალგაზრდა კაპრალმა ღიმილით და ხუმრობით.
ჯარისკაცები სგუშაგოსკენ გაუყვნენ გზას, რომელიც, არც, ისე შორ მანძილზე იყო კარვებიდან. გზაში ასაკოვანმა, ოცმეთაურმა სამოქალაქო ომი გაიხსენა, გასული წლების ზამთარი მოაგონდა,– თბილისი ომის ქარცეცხლში იყო გახვეული, ადამიანები ერთმანეთს უმოწყალოდ ხოცავდნენ. რუსთაველის გამზირზე, პიონერთა სასახლესთან ერთი ახოვანი კვიპაროსი იდგა.
ჯარისკაცები შეჩერდნენ და შეისვენეს. ოცმეთაურმა სიგარეტი ამოიღო, ცეცხლი გაუკიდა და თამბაქოს, კვამლი ღრმად ჩაისუნთქა. სახეზე, ოდნავ მღელვარება შეეტყო. ყველანი, მას უსმენდნენ.
– საწყალი სულ დაეცხრილათ ავტომატების ჯერით. რამდენმა წყალმა ჩაიარა მის თვალწინ და ეჰა, ისევ ადამიანის ხელმა მოუსპო სიცოცხლე. როგორღა გაიხარებდა ნაიარები? –არა, და იმ ადამიანებმა, ხომ დარგეს და გაზარდეს დალოცვილი. როგორ, თამამად შლიდა ტოტებს და როგორ ამაყად იდგა.
ჯარისკაცებმა გზა განაგრძეს. ახალგაზრდა კაპრალი ფიქრმა წაიღო,– ნეტა რა ბედი ეწია იმ საცოდავს ან თუ დაიბრუნა სიცოცხლე,– ეკითხებოდა საკუთარ თავს,– იქნებ მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა გაიხარონ, ახლო–მახლო? – ეკითხებოდა საკუთარ თავს. იმედი მიეცა კაპრალს.
– ნეტა ჩიტები თუ გადარჩნენ? – შეეკითხა, იგი ასაკოვან ოცმეთაურს.
–ფრინველები და ცხოველები ომს გაურბიან. ისინი წინასწარ გრძნობენ მოახლოებულ საფრთხეს, სხვაგან იხვეწებიან– მიუგო ოცმეთაურმა.
ამ, ლაპარაკში ჯარისკაცები საგუშაგოს მიადგნენ. ღამის გუშაგი, მოწყენილი ხეს მისჩერებოდა. მხარზე იარაღი ეკიდა, მარჯვენა ხელში ხმელი ჯოხი ეჭირა და ხეზე რაღაც ასოებს ხაზავდა. რომ მიუახლოვდნენ თვალებზე, ცრემლები შენიშნეს. ღამის გუშაგი შეცბა, კაპრალ–სერჟანტებს ზურგი შეაქცია და კარვისკენ წასასვლელად გაემზადა.
– რა დაემართა? – იკითხა ოცმეთაურმა.
– ძმა დაკარგა აგვისტოს, ომში ცხინვალში. დედამისმა ვერ გადაიტანა ეს ამბავი და ნერვიულობას გადაყვა.
ჯარისკაცებმა თავები დახარეს, სიჩუმე ჩამოვარდა, ისინი წამიერად ფიქრებში გაეხვივნენ. მათი გონება, სადრაც შორს გაფრინდა. პატარა ბავშვებივით დედა გაახსენდათ, ზოგს ღუმელთან მიმჯდარი ბებია… საახალწლოდ შვილიშვილებს წინდებს, რომ უქსოვს. ბებიაც, ხომ იგივე დედაა მათზე მზრუნველი. დედის გულის სითბოს, ისინი მკერდზე ამოსვირინგებული “დედა”–ს წარწერით ივსებენ.მათი, უმეტესობა ამ სვირინგს ატარებს, ასე უფრო გრძნობენ მის სითბოს და ახსენდებათ ის ძველი ზღაპარი ბებიამ, რომ წაუკითხა,– ერთ ქალაქში, სატრფომ სიყვარულის დასამტკიცებლად დედის გული მოსთხოვა ჭაბუკს. ამ, ბიჭმა მოკლა დედამისი, ამოაცალა გული და სატრფოსთან გაიქცა სიყვარულის დასამტკიცებლად. გზაში, ქვას წამოკრა ფეხი და წაიქცა. დედის გულს შეეცოდა შვილი და უთხრა, – ვაიმე, შვილო ხომ არაფერი გეტკინა? – ბიჭს შერცხვა თავისი საქციელის და ცხარე ცრემლებით ატირდა. აიღო გული , დედის გვამს დაუბრუნა და გააცოცხლა.
ჯარისკაცები მუდამ გრძნობენ შორიდან დედის მოფერებას და წუხილს. ფიქრებში ესაუბრებიან, ხშირად ჩაესმით მათი სიტყვები: “დედა გენაცვალოს შვილო, ღამით საგუშაგოზე, რომ გახვალ თბილად ჩაიცვი არ გაცივდე. ზამთარში მაქეთ ყინვები იცის. შენ რომ გიყვარს ის მურაბა მოგიხარშე, ჩამოხვალ და გაგასინჯებ, ძალიამ მენატრები. იმ, შენ დარგულ ხურმის ხეს წელს მაგრად, ასხია. რის ვაი–ვაგლახით თითქმის ნახევარი ჩამოვკრიფე, დანარჩენს შენ მოუარე, რომ ჩამოხვალ, ჩიტებმა თუ არ შეჭამეს”. – შეჭამონ, შეჭამონ – ფიქრებში პასუხობენ ჯარისკაცები, – ჩიტებსაც ხომ უნდათ საზრდო, საკვები, მათაც ხომ ჰყავთ სარჩენი შვილები.
ამგვარ ფიქრებში ილეოდა წვიმით და ნისლით გაჟღენთილიგვიანი შემოდგომა. ბუნება ზამთრის ძილისთვის ემზადებოდა.
***
ბიოგრაფიის მაგიერ:
მე, ალექსანდრე მჭელიშვილი დავიბადე 1967 წლის 14 ივნისს თბილისში. ბავშბობაში მიტაცებდა ხატვა, თუმცა ხატვას უფრო, სწორედ ხატწერას მოგვიანებით დაუბრუნდი. ჟურნალისტობას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაზეთის რედაქციაში აღმოვჩნდი, სწორედ ჟურნალისტის ამპლუაში. დრომ, მოიტანა და დავიწყე ჩემი მოგონებების და მოთხრობების წერაც.