სხვადასხვა

ჯაბა გორგილაძე – აქ სამყარო


აქ სამყარო გახდა შავი “ნაბადა”

კაცმა შვილი, ნეტა, როგორ დაბადა?

ქალმა კაცის შეითავსა პირობა,

გლეხის დარჩა მხოლოდ საქმე _ ვირობა!

მინისტრობა იქცა ფულის ქარხანად.

დეპუტატი პარლამენტში სალხენად.

სინდისს ჩაგრავს ბოროტება, მრუშობა,

დაგვემართა პუტინობა, ბუშობა.

ჩვენს ეზოში ვანადგურებთ ყვავილებს,

ვუვლით უცხო პლანტაციებს,

მწვანილებს…

არ გვეზრდება უკეთესი თაობა?

გაზრდილები გადაყლაპა ჭაობმა.

ეს სამყარო გახდა შავი ნაბადი,

კაცმა შვილი, ნეტა, როგორ დაბადა?

ქალმა კაცის შეითავსა პირობა,

გლეხის დარჩა მხოლოდ საქმე _ ვირობა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button