პოეზია
ჯაბა გორგილაძე – გალას
ამა სოფლის ქარიშხალი ორპირი,
ღრუბლებივით ირევიან ნისლები
ლექსის სუნთქვა, სათქმელი და მოტივი_
წერე , მიდი პოეზიით ივსები .
შენს სამშობლოს ატარებდე ბეჭებით,
სულის ტკივილს გულში გაკვრით ჭანგი,
ყოველ ღამე გაწუხებდა ეჭვები,
ლექსებს წერდი, საკუთარ თავს ჭამდი.
ვინ გაიგებს გერქვას დიდი პოეტი,
მთელ სამყაროს ხელის გულზე იტევდე,
და ცხოვრების ყოველივე მომენტი,
საკუთარ „მე”-ს ძვლების გავლით უტევდეს.
მოღრუბლული იყო შენი ცხოვრება,
მზის ამოსვლა გახდა გულის სალბუნი,
ლექსებს წერდა, წერდა ლექსებს
გონება,
პოეზიით, ფიქრში გადაკარგული.
რთული არის გერქვას გალაკტიონი,
ატარებდე სიყვარულის ვერდიქტს,
ისე გრძნობდე თითქოს ვერ ეტეოდე
და არ გყავდეს სულის საზრდო გვერდით.