პოეზია

ჯაბა გორგილაძე – სამასი წელი

გრიგალი დაატყდა, აჩრდილმა მოსრა,
გაანადგურა, დახოცა, მოსპო,
სატანის კლანჭმა ხელით აიპყრო,
ლამაზ აჭარას ვით სეტყვა, მოსცხო.
სამასწლიანი გრიგალის კვალი,
გაუხელელი ანგელოზის თვალი,
გადაგდებული შვილის აკვანი,
მივიწყებული ქართველთ ანბანი.
ცრემლმორეული ქვითინი დედის,
ჩვენი აჭარა _ ჭრილობა ქვეყნის…
ქართული მიწის ნაგლეჯი ტირის!
ძალაგამოლეულს უღრღნიდნენ გულს…
არ გაიწმინდა ჭოროხის წყალი
ქართველის სისხლის წალეკვა არ სურს!
გმირების კუთხევ, ვერ დაგამარცხეს,
დაჰფოფინებდი ქართულ გენს და სულს!!!
ჩუმად მღეროდი დედის ნანასა,
მტრების კლანჭებში იტანჯებოდი!
შვილს უყვებოდი ქართულ ზღაპარსა,
ერის დიდებით იხარჯებოდი.
ბევრი კვდებოდა გულით ქართველის,
სისხლი ფეთქავდა, იხოცებოდნენ,
რისთვის კვდებოდნენ, მაშ, აჭარელნი?
თუ მაინც თათრად იწოდებოდნენ?!.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button