განხილვამუსიკა

Portrait – City Of Sorrow (2013)

grunge

ტრეკლისტი:

  1. Not Your Friend (4:05)
  2. I Don’t Care (3:05)
  3. Out From These Hills (3:43)
  4. City Of Sorrow (6:05)
  5. Stay And Scream (3:35)
  6. I Never Tried (4:09)
  7. I’m Stranger (4:27)
  8. Blind Line (3:12)
  9. Kill Them All (3:45)
  10. Waiting For The Sun (3:45)
  11. Stomachpocket (3:51)
  12. From My Home (6:01)

შემადგენლობა:

  • ნიკა კიკნაძე – ვოკალი
  • ბესიკ ქავთარაძე – გიტარა
  • გიორგი იობაშვილი (George Obsvell) – ბას-გიტარა
  • აჩი კევლიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები

პორტრეტის“ ალბომი “City Of Sorrow” პირველად ამ ბლოგზე იდება. ალბომს თვით კომპოზიტორი და ბასისტი, ჯგუფის ლიდერი, George Obsvellაღწერს:

City Of Sorrow” – მწუხარების ქალაქი. ალბათ ეს იდეა ჯგუფთან ერთად დაიბადა. 2003 წელს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ დანგრეულ, ჩაბნელებულ, ნესტიან სარეპეტიცოში, ერთ საბჭოთა კავშირის წარმოების ხელნაკეთ დინამიკში გაერთიანებულ გიტარების ჟღარუნს ჯგუფი „პორტრეტი“ ეწოდა.

ყველაფერი ძალიან მარტივად იწყება: უყურებ ძველ VHS ფირზე რომელიმე ჯგუფის კონცერტს, შემდეგ იღებ ოჯახის რელიქვიას – შვიდსიმიან გიტარას (რომელსაც ერთი სიმი მოხსნილი აქვს) და ცდილობ გაიმეორო ის, რაც ნახე ხარვეზებით სავსე ფირზე. შემდეგ სურვილი გიჩნდება ეს ყველაფერი ვიღაცასთან ერთად აკეთო; იმის შემდეგ კი, ცდილობ რაღაც შეცვალო, შექმნა რაიმე შენი, საკუთარი, განსხვავებული, მეგობრებთან ერთად.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ “პორტრეტის“ ჩამოყალიბებაზე და პირადად ჩემზე გავლენა ბევრმა ადამიანმა და ფაქტორმა იქონია. ბევრმა აწგარდაცვლილმა ადამიანმა მყარი საფუძველი დაგვიტოვა თავიანთი სიტყვებითა და მინიშნებებით… ბევრმა გაგვიზიარა საკუთარი მუსიკალური თუ ცხოვრებისეული გამოცდილება და მინდა მთელი „პორტრეტის“ სახელით მათ დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა გამოვყო ნოდარ ღვინიანიძეგელა ქავთარაძეაპოლონ მეგრელიშვილი და სხვები, რომლებმაც ჩვენ სულიერად ყველაზე დიდი საზრდო მოგვცა იმ წლებში, როდესაც ჩვენ ეს ძალიან გვჭირდებოდა!

ასევე დიდი მადლობა „პორტრეტის“ ყველა მოქმედ თუ ყოფილ წევრს: ბესიკ ქავთარაძეს (რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი უცვლელი წევრია!), ზურა ბელქანიას – ჩვენს პირველ დრამერს, ვისთან ერთადაც „პორტრეტმა“ პირველი შემოქმედეგითი ნებიჯები გადადგა! ჩვენ ერთად ვინერვიულეთ პირველი კონცერტის დროს და ამის შემდეგ ერთად „გავთამამდით“ სცენაზე. განსაკუთრებით დიდი მადლობა ჩემს ყველაზე ახლო ხალხს და ძმებს, თორნიკე ყიფიანს და დავით სარჯველაძეს! მათთან საუბარი არც კი გჭირდება მუსიკაზე – უბრალოდ იღებ ხელში ინსტრუმენტს და ყველაფერი თავისით გამოდის; ეს თითქოს შენც გიკვირს, მაგრამ ამაზე აღარ ფიქრობ, ისე, რომ მერე ამას წლების შემდეგ საუკეთესო პერიოდს არქმევ და არა მარტო მუსიკალურად. I Don’t Care და I’m Stranger, სიმღერები, რომელთა ახალი ვარიანტიც დღეს „City Of Sorrow”-შია შესული, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, ერთობლივად დამუშავდა და მათი ჩანაწერებიც, რათქმაუნდა არსებობს, თორნიკე ყიფიანის შესრულებით.

2013 წელს, ახალი სულისკვეთებით, შემადგენლობით და შემართებით ჩაიწერა ალბომი “City Of Sorrow” რომლის წინაპირობა ბევრი ზემოთხსენებული ფაქტორიც იყო. მინდა მადლობა ვუთხრა მომღერალ ნიკა კიკნაძეს და დრამერ აჩი კევლიშვილს – ნამდვილად კარგი პერიოდი გვქონდა ერთად. „City Of Sorrow” “პორტრეტის“ პირველი სრული ალბომია, რომელიც 2013 წელს, Boogie Records-ის სტუდიაში ჩაიწერა. კიდევ ერთხელ,  მადლობა ჯგუფის წევრებს და ყველას ვინც ჩვენს მუსიკას უსმენს!

სიყვარულით,
George Obsvell.

კომენტარი ბლოგის ავტორისგან: თქვენს წინაშეა უკომპრომისო გრანჟ ალბომი, რომელიც გადმოსცემს სტილის საუკეთესო ღირებულებებს. ის სავსეა გიტარის დრაივიანი რიფებითა და ბლუზური სოლირებით, ბასის ნელი პარტიები კიდევ უფრო ამყარებენ მუსიკის სიმძიმესა და სოლიდურობას. ამ ყველაფერს პლუს ვოკალის სტილისთვის სახასიათო მანერა მუსიკას აყენებს ახლოს Soundgarden-თან, Pearl Jam-თან, Alice In Chains-თან. ჰოდა ამიტომაც, ჩამოთვლილი ბენდების და ზოგადად ოთხმოცდაათიანების კლასიკური გრანჟის მოყვარულთათვის ეს ალბომი ძალზედ რეკომენდებულია. ალბომი მთლიანად მაღალი კლასისაა, ჩავარდნების გარეშე, მაგრამ მე განსაკუთრებით ორი ხანგრძლივი სიმღერა, City Of Sorrow და From My Home მომეწონა.

8 / 10.

————————————————————————————————————

Portrait’s debut album, “City Of Sorrow” is premiered today on this blog. Here’s its description by the composer, bass player and leader of the band, George Obsvell:

City Of Sorrow” – perhaps, this idea was born with the band itself. In 2003, in the dark and damp rehearsal room in Rustavi (a city near the capital Tbilisi), noise of several guitars was combined in a Soviet-period handmade speaker, and was called “Portrait”.

Starting is easy: You watch a band in concert on an old, damaged VHS tape, then take a family relic, 7-stinged guitar (with one string removed) and try replicate what you saw. Then you want to do it together with somebody, and then you get the urge to change things, create something yours, your own, something different with your friends.

First I’d like to say that many people and circumstances influenced development of Portrait and myself in general. Some people no longer alive put very strong basement for the band with their words and advices. Many have shared their musical and life experiences and I want to thank them all: especially Nodar GvinianidzeGela KavtaradzeApolon Megrelishvili and others, who fed our spirit in the years of utmost need!

I’m also very grateful to all past and present members of “Portrait”: Besik Kavtaradze (whom I can call the eternal member of the band), Zura Belkania – our original drummer with whom “Portrait” took its first creative steps. We were anxious together right before the first ever concert and then grew “bold” on stage. Big thanks to my very close friends, my brothers: Tornike Kipiani and Zura Sarjveladze! You don’t even need to talk about music with them. You just take an instrument and everything happens by itself. First it seems strange to you but then it doesn’t really matter anymore. You just call it your best period, and not only musically.  I Don’t Care and I’m Stranger, the songs that appear in reworked version on this album, were written in those times. Their recordings also exist with Tornike Kipiani on vocals.

2013 saw the band record their first album “City Of Sorrow” with a new line-up, drive and spirit. I’d like to thank Nika Kiknadze (vocals) and Achi Kevlishvili (drums) – we had fun time recording it. The album was recorded in Boogie Records studio in 2013. Thanks again to band members and our listeners,

Love,
George Obsvell.

Blog author’s note: “City Of Sorrow” is an uncompromising grunge album, expressing the best values of this style. It’s full with driving guitar riffs and bluesy soloing, with slow bass passages adding to the heaviness and depth of music. All this, together with characteristic vocals put Portrait somewhere around SoundgardenPearl Jam and Alice In Chains territory. So this album is warmly recommended to fans of aforementioned bands and 90’s classic grunge in general. Album quality is high and quite equal, with the longer songs (City Of Sorrow, From My Home) to my special liking.

8/10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Portrait – City Of Sorrow (2013)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button