Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა კითხვებს SEC-ის სარჩელთან დაკავშირებით
ბრედ გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ კომპანია მცდელობას არ დააკლებს სასამართლოს გარეთ დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობასთან წინააღმდეგობების მოგვარებას.
კითხვაზე, უხდიდა თუ არა Ripple ბირჟებს XRP-ის ლისტინგისთვის, გარლინგჰაუსმა განაცხადა, რომ ტოკენების 95% იყიდება აშშ-ის ფარგლებს გარეთ და კომპანიას არ აქვს გავლენა ლისტინგზე ან მფლობელებზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული ბირჟები არ ახორციელებენ დელისტინგს, არამედ „აჩერებენ ვაჭრობას“ თავიანთი რისკების დაზღვევისთვის.
„აშშ-ში ახლა არა მხოლოდ რეგულაციების ნაკლებობაა, არამედ მარეგულირებლების ქაოსი“.
უახლოეს მომავალში კომპანია ოფიციალურ პასუხს გასცემს სარჩელზე. მისივე თქმით, აქციონერები სრულად არიან დარწმუნებულნი Ripple-ის პოზიციაში, ხოლო Tetragon-მა, რომელმაც მოითხოვა პრივილეგირებული აქციების დაუყოვნებლად გამოსყიდვა, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა სიტუაციით.
გარლინგჰაუსმა აღიარა, რომ Ripple ახდენდა მომხმარებლების სუბსიდირებას საგადახდო ქსელში XRP-ის (On-Demand Liquidity, ODL) ბაზაზე.
„ამგვარი რამ აბსოლუტურად კანონიერია. ასე შენდება ყველა საანგარიშსწორებო სისტემა. PayPal-მა, Visa-მ და Mastercard-მა მოტივაცია მისცეს და ამ დრომდე მოტივირებენ თავიანთ მომხმარებლებს. ჩვენ ვქმნით რაღაც სრულიად ახალს, მას გააჩნია თავისი შეფერხებები და ხარჯები“.
შეგახსენებთ, SEC-მა დაადანაშაულა Ripple შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 22 თებერვალს.