ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

როგორ გავარკვიოთ, რამდენად ხელმისაწვდომია დაჰაკვისთვის ჩვენი Facebook მონაცემები

ცნობილი ხდება, თუ რა ტიპის ინფორმაციაზე გაამახვილეს ყურადღება ჰაკერებმა ერთი თვის წინ მომხდარი კიბერშეტევის დროს: ესენი იყო მომხმარებლების სახელები, საკონტაქტო ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში კი რელიგიური აღმსარებლობისა და ადგილმდებარეობის ამსახველი ცნობები. 

ამ მონაცემების დაჰაკვა მოხდა დაახლოებით 29 მილიონი მომხმარებლის ექაუნთზე. Facebook-ი გვთავაზობს მეთოდს, თუ როგორ გავარკვიოთ, გატეხეს თუ არა ჩვენი ექაუნთი და რა ინფორმაცია იქნა გადახედილი. თუკი ეწვევით  Facebook’s Help Center-ს, დაგხვდებათ ინფორმაცია იყო თუ არა შეტევა თქვენს ექაუნთზე. თუ კი, ნაჩვენები იქნება, რა ტიპის ინფორმაცია იქნა მოპარული. 

29 მილიონი მომხმარებლიდან, დაუცველი აღმოჩნდა 15 მილიონი მომხმარებლის სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომრები. დანარჩენი 14 მილიონი მომხმარებლის შემთხვევაში კი, ამ მონაცემებთან ერთად, ჰაკერების მიერ მიღებული აღმოჩნდა დამატებითი ინფორმაცია პროფილზე, მომხმარებლის სქესზე, რელიგიაზე, საცხოვრებელ ადგილზე, ინფორმაცია – თუ რა ტიპის მოწყობილობას ფლობდნენ, იმ ადგილებზე, სადაც მომხმარებლები როდისმე იყვნენ ნამყოფი და ისიც კი, რომელი გვერდები ჰქონდათ მოწონებული. 

image.png

თუკი თქვენი ექაუნთი დაჰაკეს, Facebook-ი გვაცნობებს, რომ მისი დაცვისთვის არაფრის მოქმედება არ არის საჭირო. მომხმარებელთა პაროლები ჰაკერებს არ მოუპარავთ, ასე რომ მათი შეცვლის აუცილებლობაც არ არის. პაროლების ნაცვლად, ჰაკერებმა მიიღეს წვდომა „ტოკენებზე“, რისი საშუალებითაც შეაღწიეს სისტემაში. Facebook-მა ეს ტოკენები წინა თვეშივე განაახლა, სწორედ ამიტომ მოხდა მომხმარებლების უნებურად „და-log out-ება“ სექტემბრის ბოლოს. 

როგორც პროდუქტების მართვის ვიცე-პრეზიდენტი Guy Rosen-ი აცხადებს, კომპანიას არაფერი შეუმჩნევია იმასთან დაკავშირებით, რომ ჰაკერებმა გაავრცელეს ან რაიმე ფორმით გამოიყენეს დაჰაკული ექაუნთებიდან აღებული ინფორმაცია. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კომპანია აცხადებს, რომ ამ საქმეში FBI-ც ჩართულია.  

და ბოლოს… რა თქმა უნდა, თუკი დაიღალეთ კონფიდენციალურობის დაცვის პრობლემით, არსებობს ერთი გზა, რომლითაც სამომავლოდ უსაფრთხოდ იქნებით –  ეს გზაა Facebook-ის მოხმარებაზე უარის თქმა. 

www.theverge.com

Source
www.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button