საკითხავისხვადასხვაფილოსოფია

გოგი ნარეკლიშვილი “რა განაპირობებს შემეცნების თავისუფლებას?! ძილში”

ჩემი ძმა არყოფილი 
ვითარ არ მიყვარდეს
უმეტეს მზისა და
უმეტეს ხმალისა
რამეთუ იგი იყო
სხვაი ჩემი
გრიგოლ რობაქიძე -გველის პერანგი

ღვიძილის მდგომარეობაში ჩვენ შევიგრძნობთ გარესამყაროდან, მენატალური და კოსმიური სამყაროდან მოვლენებს და მათ ვაანალიზებთ და გადაგვყავს შესაბამის ფუნქციასა და ვითარებაში და ამას ვახდენთ და ვაკეთებთ  აზროვნების მეშვეობით და ეს თავისთვადი პროცესია, რადგან მოვლენათა სხვადასხვგვარ კრებულს პროექციას და მიზანშეწონილობას ინდივიდუალურ ნიადაგზე ახდენს “Geist” და ” Das Wort”. შესაბამისად გონების მეშვეობით სიტყვებით იღებს გარკვეულ სახეს მიმდინარე მოვლენა საიდანაც არ უნდა იქნას ის წარმოშობილი და განაპირობებს მას. მაგრამ აზრის ძალაუფლება სხეულსა თუ ცნობიერებაზე ღვიძილის ფაზაში მიმდინარეობს. აქ ის სრულ ძალაუფლებას ანხორციელებს და მისი ზემოქედებით ხდება გარკვეული ვითარებათა პროექცია, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ აზრი განაპირობებს მათ, არამედ მათი მამოძრავებელი ძალები უკვე ოდესღაც განპირობებულია, მაგრამ ისინი ახდენენ ქმედებას აზრის მეშვეობით და საზღვრებსა და ფორმებს მისი მეშვეობით იძენენ, მაგრამ რადგანც გარკვეულ მექანიკურ ბიძგებს დაემორჩილებიან და ამვადროულად სიცოცხლეშიც თანაარსებობენ ძნელი ხდება ღვიძილის დროს აზრის განყენებული ბატონობის დაჯერება, რადგან უკვე არსებული ქმნადი მოვლენები ბატონობენ საკუთარვე სუბიექტზე საკუთარივე ძალის აბოლუტური მაშტაბურობის წყალობით, მაგრამ დაიშვება ის შესაძლებლობა რომ დაშვებაც ამ ქმედითობის და განმაპირობებლის დროის ფუნქციის მინიჭების წყალობით ისევე არს ეკუთვნის და სისტემური ვნება აქვს მას მიცემული, რის შემდეგაც თავადვე უშვებს მის დამონებას მისი ბატონობის მდგომარეობაში, რადგანც თუ ის “ყოვლისშემძლეა” გადაწყვეტილების ნიადაგაზე შეუძლია შეძლოს საკუთარი მონობაც საკუთარივე ძალაუფლებაში სისტემათა არქიტექტურის მეოხებით, მაგრამ ეს კონკრეტლად “აზრის” ფუნქციაა და არ ადგენს აზრისავე სუბიექტს.მაგრამ აზრს თავის თავში ანდა შესაქმისშივე ექნება ფუნქცია, რომლის მიხედვითაც ის სისტმას გამოიყვანს წყობილებიდან, გარდაქმნის და გააფრთოებს ანდა საერთოდ გააქრობს და თავიდან შექმნის, მაგრამ როგორც ჩანს “აზრმა” ეს განმაპირობებელი სისტემათა უპირატესობის ნიადაგზე დათესა და შესაბამისად მასვე დაემორჩილა საკუთარივე ბატონობის ნებელობით, მაგრამ ეს საკითხები ამ მცირე ნაშრომის თემა სულაც არ არის და მთავარია აქ დავადგინოთ “აზრის პარადოქსის” ანდა “სამყაროს პარადოქსის” ფორმულა, რომელიც აჩენს კითხვას თუ სად ქრება აზრი ან რა სახეს იღებს ძილის ფაზაში და თუნდაც იმ ფაზაში, როდესაც სიზმრისეულია ცხოვრება. შეკითხვს არსი რომ გამოავრკვიოთ ჯერ ფაქტი უნდა ავხსნათ კარგად და რადგანაც ყოველი ფაქტის ასახსნელად ფაქტის ანომალის მოშველიება სასარგებლოა, ჩვენც მოვიშველიოთ ფაქტის ანომალია და “აზროვნების პათოლოოგიის” მდგომარეობაში განვიხილოთ ცნობიერება ღვიძილის დროს. ამ დროს როდესაც აზრი მოვლენებზე კონტროლს კარგავს ანდა მოვლენებს ანომალიურად აცნობიერებს მასში მოქმედებები ძალინ სწრაფად მიმდიანრეობს და ნატურა ასწრებს სიტყვას ანდა სიტყვები წარმოქნიან ნატურის გადასხვაფერებას და დაზიანებას ანდა როგორც მიშკინის დაემართა შეტევის მომენტში პირქით ამღლებას პათოლოოგიის მეშვეობით, რაც უთუოდ დაუდგენელი იმპულსების დამსახურებაა, მაგრამ უთუოდ აზრიდან მომდინარეა და ანომალიას ამიტომ წარმოადგენს რომ თვად აზროვნების ფორმებია პათოლოგიური. შენ ამ მომენტში ვერც სწორად ალაგებ საკუთარ მორალსა და შინაგან კონსტიტუაციას და სრულიად უცნობი მოტივები ტივტივებენ ზედაპირზე, რაც გიცვლის აღქმებს და ეს მატერიაში ჰალუცინაციური წარმონაქმნებით გადაიზრდება, რომელიც ცვლადი და უკონტროლო შეიძლება იყოს ანდაც აზრიანი და სასტიკი, მაგრამ რა ხდება ძილში?! შესაქმისისა და მომავლის სიზმარს აქ არ განვიხილავთ, რადგანც მათ სხვა წარმოშობა და ლოგოსი გააჩნიათ და ამ შემთხევაში ყველაზე საინტერესოა ჩვეულებრივი “ფსიქოანალიტიური სიზმრები” , რომელიც აზრის დანალექბი უნდა იყოს და იმპულსი სწორედ ღვიძილის დროს მიღებული მოვლენებიდან იღებს სათავეს, მაგრამ თუ ღვიძილში ის აზრის გამო პათოლოგიური და უკონტროლოა ფისქოანალიტიკურ სიზმარში ის როგორც ლიტერატურული სიუჟეტი ისე არსებობს და „ამბავის“ სახით გადმოიცემა, რომელსაც აქვს ლოგიკური განვითარება. მიუხედავად იმისა რომ აქ აზრი სრულიად გათიშულია და შეიძლება სიზმარი სწორედაც ცნიბიერების ყველაზე საწინააღდეგო პროდუქტი აღმოჩნდეს, რაც ღვიძილში გამოვლინდება, რადგან სუსტი მაგრამ მაინც არსებობით მეხსიერება იღებს სიზმარს. თუმცაღა ჩნდება კითხვა თუ იგივე სიუჟეტი ღვიძილის დროს როდესაც მისი ლოგიკა აზროვნებით წარიმართება ანომალიურ და პათოლოგიურ უწესრიგობას ემორჩილება რატომ არის აზრის გათიშვის ან მიძინების დროს მისი პათოსი და მხარე მოწესრიგებული და აზრის დაუხმარებლად საიდან იქმნება აზრის წინააღდეგი აზრი?!. მე ვფიქრობდი მექანიზმზე, მაგრამ მექანიზმი აზროვნების განაპირობებელი ვერ იქნება, რადგან ეს “მექანიზმსს” არ ძალუძს. ეს მისი ფუნქცია არ არის. მექნიზმი რომც არსებობდეს და არსებობის უკან ისევ აზრი უნდა იდგეს, მაგრამ თუ აზრი გათიშულია მაშინ ვისი აზრი განაპირობებს გათიშული აზრის მომენტში ცნობიერებას?! ამ შემთხევაში შტაინერის ტერმინი რომ ვიხმაროთ საქმეში უნდა ერეოდნენ “უცხო ინდივიდუალობები” ანდა „ინდივიდი“, რომელიც მეხსიერებიდან კრეფს და აწყობს ანდა მეხსიერებისა და მეშვეობით ქმნის სრულიად ახალ სიუჟეტს და ორგანიზმის მექანიზმის წყალობით მას განწმენდილი სახით უშვებს ანდაც უნდა არსებობდეს ფარული “მოაზროვნე”, რომელიც ხარ“ შენ“ და ამვადროლად შენგან დამუკიდებელი და ფარულია და შენ  ხედავ მასში არსებულას იმ ვითარებას რაც შენც გინდა და შენც ის გთავაზობს შენგან მიცემულიდნა გამომდიანრე იმას რაც შენ გინდა, რადგან მას იქნებ უფელბაც არ აქვს აცილება გაგიკეთოს და უარგყოს თუ შენ მას მიაწოდე შესაბამისი იმპულსი და ის გქიმნის თავისი სიტემის შესაფერისად საკუთარი გულისთქმის პროდუქტის ანალოგს და გაწვდის, ხოლო თავისვე სისტემის შესაბამის თავისას ის გამალავს და ცალკეულად დამოუკიდებალდ არსებობს შენგან ფარულად.  შეილება იმის შიშით რომ გამოჩენის მეშვეობით მას შენივე სიტემა ანუ პათოლოგიური სისტემა მოეხვევა და ვეღარ გააგრძელებს ფარულად მოგზაურობას შენივე სამყაროში არსებულის მეშევეობით. ეს იქნებ სიკვდილის საიდუმლოს ამოხსნაც არის, მაგრამ იქნებ და არ არის, მაშინ რა უნდა იწვედეს წესრიგს და ისიც შენივე თავიდან გამომდიანრეს როდესაც ის უწესრიგობის განმაპირობებელი ფუნდამენტია სინამდვილეში. არის იმის შესაძლებლობაც რომ შენი არსება ამ მომენტში აღწევს იმ სიტემაში, სადაც ის მეორე მოქმედებს და შენვე ხდები შენივე თავისთვის ფარული, რაც იქნებ ნიშნავს იმას რომ ის ორმაგად ფარული ანუ საკუთარივ ცნობიერისთვის უჩინარია და ელოდება შენს სისტემაში გადმოსვლას სადაც შენს სიტემის უპირატესობას ანუ ცნობიერებას მიიღებს და გამოაშკარავდება საქმენი დაფარულნი?!

Source
burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button