თვითმასწავლებელილაიფჰაკი

ხელნაკეთი მაცივარი ბუნებრივ პირობებში

დასასვენებლად წასულები ვცდილობთ, რაც შეიძლება შორს გავექცეთ ქალაქურ ყოფას. სოფელში და ბუნების წიაღთან ახლოს დასვენებას რა ჯობია, სამაგიეროდ, კომფორტზე უარის თქმაც გვიწევს. რაც არ უნდა მოგვწონდეს “ველური” ყოფა, მაცივრის გარეშე მაინც ძალიან რთული გასაძლებია.

გასწავლით, როგორ დაამზადოთ საკუთარი ხელით მოწყობილობა, რომელიც მაცივრის მოვალეობას შეასრულებს. არც ბევრი ხელსაწყო სჭირდება და არც დიდი შრომა.

დაგჭირდებათ:
2 თიხის ქოთანი – დიდი და მასზე ოდნავ პატარა (თუ ფსკერზე ნახვრეტები აქვს, სკოტჩით ამოქოლეთ) ქვიშა, ცივი წყალი – მდინარის ან ჭის, სახურავი.

1. პატარა ქოთანი დიდში ჩადეთ და ეცადეთ, დააწებოთ ერთმანეთზე

2. დარჩენილ ღრიჭოში ჩაყარეთ ქვიშა

3. ქვიშა ქოთანში ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს

4. ქვიშას რაც შეიძლება ცივი წყალი დაასხით, მაგალითად ჭის ან მდინარის. თუმცა ონკანის წყალიც გამოდგება.

5. მჭიდროს დაახურეთ თავსახური. წინააღმდეგ შემთხვევაში მაცივარი არ “იმუშავებს”.

6. 15 წუთში შედეგი უკვე იგრძნობა – ქოთანში ტემპერატულა უკვე 12 გრადუსამდე დაეცემა და სასმელის გაცივებაც შეიძლება.

7. თუ ქვიშას სისტემატურად დაამატებთ ცივ წყალს, დაბალ ტემპერატურას დიდხანს შეინარჩუნებთ. მინიმალური ტემპერატურა ხელნაკეთ მაცივარში 5 გრადუსზეც კი ჩამოვა.

წყარო: mshoblebi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button