ლაიფჰაკისაინტერესო

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელობაში თითოეული ჩვენთაგანის თანამგზავრადაც კი იქცა. ზოგიერთისათვის ცხოვრების წარმოდგენა მიკროტალღური ღუმლის გარეშე შეუძლებელია. მას ძირითადად სადილის გასაცხელებლად იყენებენ. თუმცა, არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის გაცხელებაც მასში კატეგორიულად არ შეიძლება. თავდაპირველად გავერკვეთ, როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ პროდუქტების გასაცხელებლად მიკროტალღურ ღუმელში.

მიკროტალღურ ღუმელში არ შეიძლება მეტალის ჭურჭლით რაიმეს გაცხელება. მისთვის საუკეთესო ჭურჭელია ცეცხლგამძლე მინა. ან პლასტიკატი, რომელსაც სპეციალური ნიშანი აქვს დართული. საკვების გასაცხელებლად გამოგადგებათ ფაიფურის, ფაიანსის ან კერამიკული ჭურჭელი, რომელიც მთლიანად მომინანქრებულია.

თხელმა მინამ ან ბროლმა შეიძლება დააზიანოს თქვენი “სამზარეულოს დამხმარე”. მიკროტალღებმა თხელი ჭურჭელი შეიძლება დაადნოს. აგრეთვე მოერიდეთ საკვების გაცხელებას მოხატულ ჭურჭელში. დაზიანდება თავად ნახატი, საკვებიც გაფუჭდება და ელექტრო ნივთიც დაზიანდება.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რძის პროდუქტების გაცხელება. მათი გემოც და საკვები ღირებულებაც დაიკარგება.

მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებლად არ შედგათ ჰერმეტულად შეფუთული ან პლასტიკატის თავდახურულ ტარაში მოთავსებული პროდუქტი. გაცხელებამდე ისინი აუცილებლად უნდა გახსნათ.

აგრეთვე არ გამოგადგებათ ცელოფნის საკვები სახვევი და კილიტა (ფოლგა). თუ რა თქმა უნდა არ ხართ წინააღმდეგი, რომ ცელოფნის საკვები სახვევი საკვებს ჩაადნეს.

მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებული ქათამი და სოკო დაკარგავს სასარგებლო თვისებებს (ირღვევა ცილის მოლეკულები).

თაფლის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება შეიძლება, მაგრამ ის ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს. თაფლი უმჯობესია წყლის აბაზანაზე გაადნოთ.

მიკროტალღურ ღუმელში არ მოათავსოთ კვერცხი, შედედებული რძე რკინის ქილით. ორივე შემთხვევაში მოხდება აფეთქება, რომელიც დააზიანებს სამზარეულო ხელსაწყოს და საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის.

წყარო: shin.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button