საბჭოთა დროინდელი საახალწლო მისალოცი ბარათები
ახლა ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ჩვენს საბჭოთა წარსულში იყო დრო, როცა ახალი წელი და მასთან დაკავშირებული ყველა ატრიბუტი – ნაძვის ხე, მისალოცი ბარათები, დღესასწაულები იკრძალებოდა.
1929 წლის შემოდგომაზე ახალი წელი და შობა ჩვეულებრივ სამუშაო დღეებად გამოცხადდა. ასევე აკრძალული იყო მღვდელმსახურება და ნებისმიერი ზეიმი.
დეკემბერსა და იანვარში მოხალისეებისგან შექმნილი სპეციალური პატრული ქუჩებში დადიოდა და იყურებოდა სახლებში ფანჯრებიდან, რათა შეემოწმებინა რამდემად ასრულებდა მთავრობის დადგენილებას მოსახლეობა.
ნაძვის ხე უკანონო მდგომარეობაში გადავიდა. მათ, ვისაც არ უნდოდა შვილების დღესასწაულის გარეშე დატოვება, ამას ფარულად აკეთებდა.
სიტუაცია შეიცვალა 1935 წელს. უკრაინის ბოლშევიკების კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელმა მდივანმა პაველ ფოსტეშეევმა შეძლო დაერწმუნებუნა სტალინი, რომ ულამაზესი ნაძვის ხე, შეიძლებოდა გამხდარიყო სსრკ-ში ბედნიერი ბავშვობის სიმბოლო.
ახალ 1936 წელს უკვე მთელი ქვეყანა შეხვდა, აწყობდა ნაძვის ხეებს და წერდა ხელით დამზადებულ საახალწლო მისალოც ბარათებს. ახალი წლის აღნიშნვა იქცა საბჭოთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
ბევრს შეიძლება დღემდე აქვს შემორჩენილი ძველი საბჭოთა საახალწლო ბარათები. და თქვენ გახსოვთ?