ვაკის პარკი – უღრუბლო ცას
შენი ღიმილის ფერ ცას, შენი თვალების ფერ ზღვას,
თმებზე მოთამაშე ქარს, კლდეზე დაგორებულ ზვავს,
მთის ნაკადულს ანკარას, სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს
და ყველაფერს რისიც მწამს….
ბრძოლის ველზე სისხლის კვალს, დაქვრივებულ ლამაზ ქალს,
გულგატეხილ მეგობარს….. ბავშვის თვალზე მომდგარ ცრემლს,
მოხუცის გამოწვდილ ხელს, ჩვენს აუხდენელ ოცნებებს,
ვჩუქნი ამ სევდიან ლექსს…
მის:
ცას, უღრუბლო ცას, (უღრუბლო ცას)…
ზღვას, შენი თვალებისფერ ზღვას,(თვალებისფერ ზღვას)..
ცას, უღრუბლო ცას, (უღრუბლო ცას)…
და ყველაფერს რისიც მწამს…
დროში გზა აბნეულ ლექსს, ცაზე ვარსკვლავების მწყემსს,
მის დათესილ სიკეთეს….. ყველა მშვიდობიან დღეს,
ერთად გატარებულ წლებს, დღეს გაჩენილ სიცოცხლეს,
ვჩუქნი ამ სევდიან ლექსს…
მის:
ცას, უღრუბლო ცას, (უღრუბლო ცას)…
ზღვას შენი თვალებისფერ ზღვას,(თვალებისფერ ზღვას)..
ცას, უღრუბლო ცას, (უღრუბლო ცას)…
და ყველაფერს რისიც მწამს…