განხილვამუსიკა

დესპანი – მოგონება ქარში (1999)

pop rock, folk rock, jazz-rock

ტრეკლისტი:

  1. მოგონება ქარში (4:36)
  2. გაზაფხულის წვიმა (4:19)
  3. რა უნდა ქარს (6:10)
  4. რა დამავიწყებს (3:21)
  5. მიძინებული შფოთვა (3:46)
  6. ოცნების ვარსკვლავი (6:43)
  7. მწვანე კუნძული (4:50)
  8. ის გაზაფხული (5:39)
  9. აპრილის ფეთქვა (4:36)

შემადგენლობა:

  • მალზაზ ხონელიძე – ვოკალი
  • ნუგზარ მჭედლიშვილი – გიტარა, ჰარმონიკა
  • აჩიკო გულედანი – გიტარა
  • კახა ბაზიარი – ბას-გიტარა
  • გივი უსენაშვილი – კლავიშები
  • დათო ადუაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები
  • თ. ჯანელიძე – ვოკალი (4)
  • ლ. კიკნაძე – კლავიშების სოლო (7)

ინტერნეტის შემოსვლასთან ერთად, თითქოსდა ძალიან მარტივი გახდა მუსიკალური ისტორიის შენახვა და თეთრი წერტილების შევსება, მაგრამ ინტერნეტი ამას თავისით ვერ იზამს – ეს ხალხმა უნდა აკეთოს. განსაკუთრებით, ეს პრობლემა ეხება ქართულ ბენდებს, რომლებიც 1991-2001 წლებში, ე.წ. „კასეტების ეპოქაში“ მოღვაწეობდნენ – საქართველოში ვინილების ინდუსტრიის უცაბედი მოსპობიდან პირველი კომპაქტ დისკების გამოჩენამდე. ამ პერიოდის ბევრი ქართული ჯგუფის ერთადერთი ნაკვალევი ხშირად YouTube-ზე დადებული ორი კინკილა ვიდეოა, რომელთა ვერც წარმომავლობას გაიგებ და ზოგჯერ ავთენტურობასაც კი ვერ შეამოწმებ.

ასეთი გულგრილობა ლეგენდებსა და ცრუ ინფორმაციებსაც აჩენს, რომელსაც ავტომატურად იჯერებ, ვინაიდან გადამოწმების საშუალება არ გაქვს. ალბათ ბევრს მოსმენილი გაქვთ და გიყვართ რუსთავულ ჯგუფ „დესპანი“-ს „მოგონება ქარში“. ამის გარდა ინტერნეტში მათი კიდევ 2-3 სიმღერა თუ მოიპოვება, ასე რომ ამ ჯგუფის ბევრ მოყვარულს (მათ შორის მეც) ჰგონია, რომ მათ ალბომიც კი არ აქვთ გამოცემული.

ჰოდა, წარმოიდგინეთ გაკვირვება, როდესაც სრულიად შემთხვევით გადავაწყდი მათ ოფიციალურ, 1999 წელს გამოცემულ ალბომს. გაბზარულს, ჭუჭყიანს, 50 თეთრად! საბედნიეროდ ლენტი კარგ მდგომარეობაში იყო და გაციფრულებაც, ასეთუისე, გამოვიდა.

ალბომს ჯგუფის მთავარი ჰიტის სახელი, „მოგონება ქარში“ ჰქვია და შედგება 1996 და 1998 წლის ჩანაწერებისგან. აქ 9 რამდენიმე განსხვავებული მელოდიური მიდგომის მქონე სიმღერაა: 1) რიტმული, მელანქოლიური სიმღერები [1, 5, 7], 2) იდილიური, ატმოსფერული ფოლკ-როკი [2,3,4] 3) და მსუბუქი სიმღერები ჯაზის ოდნავი გავლენით [6,8,9]. ტექსტებად ძირითადად პოეტების (ტერენტი გრანელილადო ასათიანიმურმან ლებანიძე და ა.შ.) ლექსებია გამოყენებული. გამოსაყოფია მალხაზ ხონელიძის სიმღერის ძალიან მოზომილი, სიმპათიური მანერა და მსუბუქი, დახვეწილი არანჟირებები ყოველგვარი სიზედმეტის გარეშე.

სუსტი სიმღერები აქ არ არის, მწვერვალი კი რამდენიმეა: „მოგონება ქარში“, მისი მსგავსი „მიძინებული შფოთვა“და ძალიან ლამაზი „გაზაფხულის წვიმა“.ძალიან კარგი კლავიშების სოლოა „მწვანე კუნძულში“.ეს ჩანაწერი საინტერესოა იმითაც, რომ აქ უკრავს ახალგაზრდა აჩიკო გულედანი (შემდგომში Green Room-ის ლიდერი). მოკლედ, „მოგონება ქარში“ ძალიან სასიამოვნო, მსუბუქად მოსასმენი ალბომია, ჯგუფისგან, რომელიც გაცილებით უფრო მეტ პოპულარობას იმსახურებდა, ვიდრე მან მიიღო.

8/10.

————————————————————————————————————

The advent of internet made storing musical history seemingly very easy. But the internet won’t do it by itself – it’s the people’s job. This problem especially affects bands that were functional in 1991-2001, so called “Cassette Era” – after the immediate destruction of Georgian vinyl industry and before the appearance of first CDs. The scattered YouTube videos are often the only trace of the bands active in that period. And even then, often it’s very hard to tell where that recording came from or if it’s authentic at all.

Such a negligence often creates legends and false info, which you’re likely to believe because there’s no way to check the truth. Many Georgian know and love “Mogoneba Qarshi”, a song by Rustavians “Despani”. Other than this, there are only a couple of songs to be found in internet and many of the bands fans (including me!) thought that they didn’t release any album whatsoever.

So imagine my surprise that by mere chance I found their official cassette, released in 1999. Dirty, damaged, for just 50 Tetri (= 0.30$). Fortunately the tape itself was in better shape, so I could digitize it with a fair quality.

The album carries the name “Mogoneba Qarshi”, named after their biggest hit and contains the studio recordings from 1996 and 1998. The 9 songs here display a couple of different melodic approaches: we have 1) rhythmic melancholic songs [1, 5, 7] 2) Idyllic, atmospheric folk-rock [2,3,4] and 3) lighter songs bearing a slight jazz influence [6, 8, 9]. The lyrics are mostly based on poets’ (Terenti GraneliLado AsatianiMurman Lebanidze etc.) verses. Of special note is Malkhaz Khonelidze’s restrained and very sympathetic singing manner and light, refined arrangements without anything in excess.

There are no weak songs, and a couple of highs: “Mogoneba Qarshi” (eng. “Memory In The Wind”) [1], “Midzinebuli Shpotva” (eng. “The Sleeping Angst”) [5] and very beautiful “Gazaphkhulis Tsvima”  (eng. “Spring Rain”) [2]. “Mtsvane Kundzuli” (eng. “Green Island”) [7] contains very classy keyboards solo. This recording is the first one to feature young Achiko Guledani, who later found fame as the leader of “Green RoomTo put it short, “Mogoneba Qarshi” is a light, pleasant listen, which should have gotten much more popular than it did.

8/10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Despani – Mogoneba Qarshi (1999)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button