jazz, orchestral pop
ტრეკლისტი:
- მზის პალიტრა (3:35)
- მე დღეს ვარსკვლავებს ავანთებ შენთვის (3:28)
- За Синью Моря Я Живу (3:21)
- უსახელო სიმღერა
- Shiny Stockings (3:21)
- Yesterday Once More (4:15)
- ზღვის ძახილი (3:22)
- ყვითელი ფოთლები (3:20)
- მე მივდივარ (3:55)
შემადგენლობა:
- გიული ჩოხელი – ვოკალი
- ორკესტრი კ. ორბელიანის ხელმძღვანელობით (?)
რამდენიმე დღის წინ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავიდა „ეს იყო სიზმარი“, ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელის შესახებ. ფილმის ნახვის შემდეგ ოდნავ სინდისმაც კი მქენჯნა, რომ მისი შემოქმედებაზე სასაუბროდ აქამდე ვერ მოვიცალე. ასე რომ გადავდე ყველა საქმე და ახლა გთავაზობთ მის, ჩემი აზრით, საუკეთესო ალბომს (იმ რამდენიმედან, რაც მომისმენია).
გიული ჩოხელის სასიმღერო კარიერა ორმოცდაათიანების შუაში დაიწყო და ის მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ-მომღერალი ქალი. მისმა პოპულარობამ პიკს სამოციანების მეორე ნახევარში მიაღწია, სოპოტის პოპ-ფესტივალზე ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ. სამწუხაროდ, მან ფირფიტების ჩაწერა ძალიან გვიან, სამოცდაათიანებში დაიწყო. თან უცნაურია, რომ მისი პირველი ნამუშევარი არა საბჭოთა კავშირში, არამედ პოლონეთში ჩაიწერა და გამოიცა. სამოცდაათიანებსა და ოთხმოციანებში მან საკმაოდ ბევრი ფირფიტა გამოსცა (თუ არ ვცდები, 5-6); ძირითადად ეს ფირფიტები იქამდე არსებული ჩანაწერების მრავალფეროვანი კომპილაციები იყო; 1978 წლის ნამუშევარი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, შედარებით უფრო შეკრული და ორგანულია და ამიტომაც უფრო კარგად ისმინება, როგორც მთლიანად ალბომი.
თუმცა მრავალფეროვნება არ ამ ალბომს აკლია: აქ ნახავთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ სიმღერებს, მუსიკალურად კი ალბომი ვარირებს სტანდარტული ვოკალური ჯაზიდან ძალიან საინტერესო ორკესტრულ პოპამდე, სადაც თავისებურ, ლამაზ მელოდიებს ოდნავი ფსიქოდელიის ჩრდილები დაკრავს. ამ მხრივ განსაკუთრებით ალბომის პირველი გვერდია მიმზიდველი, სადაც გვხვდება ორი ლამაზი ბალადა, „მზის პალიტრა“და „უსახელო სიმღერა“ – ორივეგან ორკესტრულ ფონზე ლამაზი სასიმღერო მელოდია სოულ-ინტონაციებით იშლება. ბალადური სენტიმენტები დანარჩენ ქართულ სიმღერებსაც ეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ ჯაზ-კომპონენტი ხშირად წინაა წამოწეული. ორი ინგლისური ქავერი ალბომს დიდს არაფერს ჰმატებს, რუსული სიმღერა კი მსუბუქი, სასიამოვნო პოპ-ფანკია.
საინტერესოა ჩოხელის შესრულების სტილიც. ის ძირითადად ჯაზ-ინტონაციების დაჭერას ცდილობს, მაგრამ მისი ხმის ტემბრი იმდენად მელოდიურია, რომ ჯაზი და სპონტანური მელოდიზმი ერთმანეთს კალეიდოსკოპივით ენაცვლება. ეს კარგად სჩანს ზემოთნახსენებ ოკესტრულ ბალადებში.
თუმცა ალბომი არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულს, მაგრამ რამდენიმე ძლიერი სიმღერა [1, 2, 4] გარანტირებას უკეთებს მის ხარისხს. დანარჩენი სიმღერებიც, თუ ასეთივე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენენ, სასიამოვნო, მსუბუქ, რეტრო-ატმოსფეროს ნამდვილად შექმნიან.
6,5 / 10.
————————————————————————————————————
A couple of days ago, “The Public Broadcaster” (read: the main Georgian TV channel) aired “Es Iyo Sizmari (It’s Been A Dream)“, a great documentary about Giuli Chokheli, Georgian female jazz-singer. Seen it, my conscience called for a review of her music on this blog was long overdue. So, I abandoned what I was doing at the moment and I’m offering her best album (from a couple that I’ve heard from her).
Giuli Chokheli’s singing career started in mid-50es, and soon she found herself among USSR’s one of the best jazz-performers. Her popularity peaked in the late 60es, after very impressive performance at Sopot Pop Festival. Unfortunately her recording career started very late, in seventies. What’s strange, her first album was recorded and released in Poland, not in USSR. Soon, in 1971, her USSR debut followed, and she recorded quite actively until the mid-80es (she released 5-6 LPs in that period, if I’m not mistaken). Most of these LPs are more like compilations of previously recorded diverse material. The album I’d like to present (released in 1978), is her most coherent disc.
There’s still much variety here: you’ll find songs in Georgian, English, Russian. Musically the album varies from standard vocal jazz to very interesting orchestral pop music, peculiar melodies wear the shade of slight psychedelia. The A side of the album is more impressive in this regard: we have two gorgeous ballads “Mzis Palitra” [1] and “Usakhelo Simgera” [4]. Both songs possess soul-tinged melody beautifully backed by hypnotic orchestra. Other Georgian songs also carry the balladry vibe, despite some of them being quite high on jazz. Two English covers (one song by Fred Foster and the other by The Carpenters) do nothing special, and the Russian song has a pleasant, light pop-funk atmosphere.
Chokheli’s singing style is also very interesting: she constantly tries to catch jazzy intonations, but her timbre is just so melodic that the jazz and classical tonality constantly alternate with each other. This is well seen in the aforementioned orchestral ballads.
Overall, even if the album doesn’t present anything extraordinary in itself, a couple of strong songs [1, 2, 4] still guarantee its value. Even the pieces not as impressive, can surely create the pleasant, light, retro-atmosphere.
6,5 / 10.
გადმოსაწერი ბმული / Download link: Giuli Chokheli – Giuli Chokheli (1978)