თვითგანვითარება

როგორ დავძლიოთ მიჯაჭვულობა?

ცხოვრებაში, მიმართული ვართ, რომ მივეჯაჭვოთ სხვადასხვა რამეებს. უმეტესობა ჩვენგანი, ძლიერაა მიჯაჭვული ფიზიკურ სამყაროზე, რის შედეგადაც სხვადასხვა საგნები გვიპყრობს და გვიმონებს.

იშვიათობაა, როცა ადამიანი თავისუფალია ყველაფრისგან, რასაც ხედავს და ესმის. და არაფერს აძლევს უფლებას დაიმორჩილოს მისი მისწრაფებები. ჩვენ თავზე მუშაობით, შეგვიძლია ხელთ ვიპყრათ ჩვენი ემოციები და გრძნობები და გავიუმჯობესოთ თავისუფლების ხარისხი.

შესაძლოა, ბევრს გაუჩნდეს კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს, იქნებიან თუ არა მიჯაჭვულები რაიმეზე? პასუხი მარტივია – თუ ფრთხილად არ ვიქნებით, მიჯაჭვულობამ შეიძლება ტრაგიკულ შედეგამდე მიგვიყვანოს, რადგან მიჯაჭვულობა შეუჩერებელ კურსს იჭერს ხოლმე.

საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებამდე, აუცილებელია გავაცნობიეროთ ერთი რამ. ყველაფერი, რაც ჩვენს ფიზიკურ სამყაროში ხდება, დროებითია და არა სამუდამო.

როცა ვინმეზე ან რაიმეზე მიჯაჭვულობას ვიგრძნობთ, საკუთარ თავს ვკითხოთ, “რისთვის მჭირდება ეს?”. რა დროებით სარგებელს მივიღებ ამ დამოკიდებულებით? – დამეხმარება, თუ არა ცოდნის შეძენაში, ან თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებაში?

მაშინ, როცა ამ კითხვებს საკუთარ თავს ბევრჯერ გავუმეორებთ, მივხვდებით, რომ დამოკიდებულება სახიფათოა გრძელვადიან პერიოდში, ის გაუცნობიერებლად გვეპარება და იმორჩილებს ჩვენს ვნებებს.

მიჯაჭვულობის დაძლევა სწრაფად არ მოხდება და ჩვენს დიდ ძალისხმევასაც საჭიროებს. თუმცა, საწყისი ეტაპებიდანვე ვიგრძნობთ, როგორ ვთავისუფლდებით. თუ, თანმიმდევრულად შევუდგებით საქმეს, აუცილებლად წარმატებას მივაღწევთ და მოვიცილებთ დამოკიდებულებას.

საკუთარ თავთან მუშაობის ნაბიჯები

იფიქრე, რა დროებითი სარგებელი მოაქვს შენს მისწრაფებას?

ფულზე მიჯაჭვულობის მოსახსნელად, გაეცი ის. დაეხმარე გაჭირვებულს ან გააჩუქე ფული.

დაუმეგობრდი საკუთარ თავს – ნუ ეძებ სხვებში თავშესაფარს.

უსაფრთხოებას ნურც ადამიანებში ეძებ და ნურც საგნებში.

გადალახე დამოკიდებულება გართობის მიმართ.

დაივიწყე სხვებზე დომინირების და მათი შთაგონების საჭიროება.

ილუზიებში ცხოვრებას მოეშვი – საკუთარ თავს არ მისცე უფლება ზედმეტად მიეჯაჭვოს რაიმეს, ოცნებებსა და იმედებსაც კი.

გაიაზრე, რომ ყველაფერი ბუნებრივად მოდის და მიდის. თავიდან არიდება შეუძლებელია.

პროცესი არ ნიშნავს მისწრაფებების დავიწყებას და არჩევნის თავისუფლებაზე ხელის აღებას. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენმა მისწრაფებებმა არ დაგვიმონოს.

იქნება მოუთმენლობის და აშლილობის პერიოდები, რაც ბუნებრივია. რადგან, ემოციებს აღზევების და დაშლის საშუალებას აძლევ. ნუ კვებავ ნეგატიურ ემოციებს.

მიჯაჭვულობისაგან თავის დაღწევის უპირატესობები

მოლოდინები აღარ განაგებენ შენს ცხოვრებას.

ყველაფერს ისე უყურებ, როგორცაა.

ფიზიკური სამყარო დიდად აღარ გაწუხებს.

შენი გული და სიყვარული იზრდება, რადგან აღარ გრძნობ ყველაფრის კონტროლის საჭიროებას.

დამოკიდებული არ ხარ შედეგებზე.

პროცესი ვიბრაციული წინააღმდეგობის გამონთავისუფლებაა, რაც მიზიდულობის კანონის ეფექტურობას გაზრდის.

ნურაფერს მიეჯაჭვები, თუმცა ღია იყავი ყველაფრისთვის.

ავტორი
Déesse Indigo is a self help and Law of Attraction coach. On her free time, she loves to write simple essays for people to enjoy so they may grow or understand themselves better.

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button