გიორგი მაღრაძე, არტურ კაზარიანი – კარლ გუსტავ იუნგი
თავდაპირველად იუნგმა მედიცინის შესწავლა გადაწყვიტა, რაზეც შესაძლოა გავლენა იქონია მისმა ბაბუამ, რომელიც კარგი ქირურგის რეპუტაციით სარგებლობდა და მოღვაწეობდა უნივერსიტეტში. სტუდენტობისას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ნაპოვნმა წიგნმა, რომელიც სპირიტუალურ მოვლენებს ეხებოდა სრულიად შეცვალა კარლ იუნგის ინტერესის სფერო. ამჯერად იუნგი ფსიქიატრიით დაინტერესდა. ის ეცნობოდა არსებულ ლიტერატურას და დროთა განმავლობაში დარწმუნდა, რომ ფსიქიატრია უნდა გამხდარიყო მისი ცხოვრების მიზანი.
იუნგმა ფსიქიატრიული საქმიანობა დაიწყო 1900 წელს ციურიხის ფსიქიატრიულ კლინიკაში როგორც საინტერესო თეორიული ნაშრომის ავტორმა. ეს ნაშრომები ეძღვნებოდა, ერთის მხრივ თავისუფალ ასოციათა ტექნიკას და მეორე მხრივ შიზოფრენიის მოვლენას.
განსაკუთრებით საინტერესოდ იყო მიჩნეული შიზოფრენიისადმი მიძღვნილი ნაშრომები, რამეთუ ეს პრობლემა იმ დროს ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში თითქმის ხელუხლებელს წარმოადგენდა. იუნგისა და მისი მიმდევრების ნაშრომებმა ნათელი მოფინეს ნერვულ-ფსიქიკურ დაავადებებს, რომლის ფსიქოლოგიური მექანიზმების გამოკვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ბუნების შესწავლის თვალსაზრისით.
ამ გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ეს დაავადებები არ წარმოადგენდნენ დაავადებებს, ამ სიტყვების ჩვეულებრივი გაგებით. ისინი ისინი უფრო კლინიკურ ფორმად გვევლინება ადამიანის იმ ცდებისა, რომელიც ცხოვრებისეული სიძნელეებისა და კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტის საჭიროებისას ჩნდება, როგორც ადამიანის აქტივობის გარკვეული ფორმები.
ისიც გაირკვა, რომ სულიერ დაავადებათა სიპტომებს, რომლებიც ადრე უსაზრისოდ მიაჩნდათ, თავიანთი გამართლება და საზრისი აქვთ. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სულიერად ავადმყოფი ადამიანები სრულიად არ არიან “გაუვალი კედლით” გამოყოფილნი დანარჩენი კაცობრიობისაგან და მეორე მხრივ ნორმალური ადამიანის ქცევის ზოგიერთი ნიშანი აშკარად ნერვული წარმოშობისაა.
იუნგის მიხედვით ფსიქიკის სტრუქტურა მოიცავს ორ ფუნდამენტურ სფეროს: ცნობიერი და არაცნობიერი. ცნობიერი უმეტესად აღქმისა და გარემოში ორიენტაციის პროდუქტია. იუნგის აზრით, ცნობიერი გამომდინარეობს არაცნობიერებისგან. ამასთან, არაცნობიერს აქვს საკუთარი ავტონომიური არსებობა.
იუნგი ანსხვავებს ექტო და ენდოფსიქიკურ ფუნქციებს. ექტო ფუნქციებში შედის: შეგრძნებები, აზროვნება, გრძნობები, ინტუიცია. შეგრძნება გულისხმობს საგნის აღქმას. აზროვნება გულისხმობს საგნის შესწავლას, შემეცნებას. გრძნობა აფასებს საგანს იმისდა მიხედვით თუ რა ფასეულობებს იწვევს ის მასში. რადგან საგნები არსებობენ დროში და მათ აქვთ წარსული და მომავალი, ამ კატეგორიაზე ორიენტირება ხორციელდება ინტუიციითა და წინათგრძნობით, თუ რა შესაძლებობლები აქვს ამ საგანს მოცემულ მომენტში. ეს ოთხი ფუნქცია ყველა ადამიანს აქვს. გრძნობა და აზროვნება არის რაციონალური ფუნქცია, ხოლო აღქმა და ინტუიცია და შეგრძნება რაციონალურის ფარგლებს გარეთ იმყოფება.
ადამიანი ექსტრავერტია თუ ინტროვერტი ეს მისი ცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარეობს. ექსტრავერტის ლიბიდო საზრდოოობს გარეგანი ობიექტებით, ხოლო ინტროვერტის ლიბიდო შინაგან სამყაროში ჩაღრმავებით.
ცნობიერება წააგავს ზედაპირს ან აპკს, გადაჭიმულს იმ ვრცელ არაცნობიერ სფეროზე, რომლის ტევადობა ჩვენთვის უცნობია. რამდენადაც ჩვენ არაფერი ვიცით არაცნობიერის შესახებ, იმდენად არც მისი სამფლობელოს შემოფარგვლა შეგვიძლია. ცნობიერება ერთგვარად შეზღუდულია, ყოველ მოცემულ მომენტში ის მხოლოდ მცირეოდენ თანადროულ შინაარსებს იტევს, ყველაფერი დანარჩენი ამ მომენტში არაცნობიერია. სავსებით აშკარაა, რომ საწყისი არაცნობიერია და ცნობიერება არაცნობიერ მდგომარეობიდან ვითარდება, ცნობიერად ცხოვრება ძნელია, ქანცის გამომცლელია. ცნობიერებისათვის არსებითა ის, რომ არაფერი არ შეიძლება ცნობიერი იყოს “მე”_ს გარეშე ურომლისოდაც ცნობიერება წარმოუდგენელია. რაც “მე”-ს არ უკავშირდება და არც არის ცნობიერი.
ყოველ ღამე, დაძინებისას, ჩვენი ცხოვრების რამდენიმე საათი “ითიშება”. ძილის დროს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვესმის რა ხდება ჩვენს გარშემო. ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობა იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, რომ თითოეული ადამიანი თითქმის ორ სამყაროში ცხოვრობს.
ადამიანები სიზმრებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ და მათში მომავლის ნიშნებს ხედავდნენ, მთავარი რამ რაც ყველა სიზმარს აერთიანებს ის არის, რომ ამ დროს ჩვენ გვძინავს. ეს არის სულიერი ცხოვრება, თუმცა, ამავე დროს, მკვეთრად განსხვავდება მისგან. ამგვარი განმარტება არისტოტელესაგან მომდინარეობს. კარლ გუსტავ იუნგი თავის ნაშრომში საუბრობს სიზმარზე. ხილვები ალქიმიურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული და ალბათ ამ ფაქტით უნდა აიხსნას ის, რომ სიზმრები და სიზმრისეული ხილვები ხშირად მნიშვნელოვანი გამოცხადების წყაროდ სახელდება.