ზღაპარისაბავშვო

პირთეთრა-ლოყაწითელა – იტალიური ზღაპარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი უფლისწული. ერთხელ უფლისწული მაგი-დას მიუჯდა საუზმის საჭმელად. ყველს რომ ჭრიდა, თითი გაიჭრა, სისხლის წვეთი ყველს დაეცა, დახედა უფლისწულმა ყველს და დედოფალს უთხრა:
— დედი, ისეთი ქალი უნდა შევირთო, რძესავით თეთრი იყოს და სისხლი-ვით წითელი ლოყები ჰქონდესო.
— ჩემო შვილო, რაც თეთრია, წითელი არ არის, რაც წითელია, თეთრი არ არის… წადი, ეძიე, იქნებ იპოვო ასეთი ქალიო… — უპასუხა დედოფალმა.
წავიდა უფლისწული, იარა, იარა, ბევრი იარა, თუ ცოტა, გზაში ერთი ქალი შემოხვდა.
— საით მიდიხარ, ჭაბუკო? — ჰკითხა ქალმა.
— ვერა, სინიორა, თქვენ ვერ გეტყვით, საით მივდივარო.
ცოტა ხნის შემდეგ უფლისწულს ბერიკაცი შემოეყარა.
— საით გაგიწევია, ჭაბუკო? — ჰკითხა ბერიკაცმა.
— მოხუცო, ჩემზე მეტი გიცხოვრია, ჩემზე მეტი იცი, რაღა დაგიმალო, რძე-სავით პირთეთრ, სისხლივით ლოყაწითელ ქალს ვეძებო, — უპასუხა უფლის-წულმა.
— რაც თეთრია, შვილო, წითელი არ არის, რაც წითელია, თეთრი არ არის, — უთხრა ბერიკაცმა. — აი, გამომართვი. ეს სამი ბროწეული. მიდი ნაკადულის ნაპირას, გახლიჩე და ნახავ, აქედან რა ამოვაო.
მივიდა უფლისწული ნაკადულთან, გახლიჩა ბროწეული და უცებ მის წინ მზეთუნახავი წარდგა. ქალი რძესავით თეთრი იყო და სისხლივით წითელი ლოყები ჰქონდა. ქალმა სთხოვა:
ოქროსთმიანო ბატონიშვილო,
წყალი მწყურია, უნდა მიშველო.
დაიხარა უფლისწული, ამოიღო პეშვით წყალი და მზეთუნახავს გაუწოდა. მაგრამ ქალმა უკვე სული დალია.
გახლიჩა უფლისწულმა მეორე ბროწეული, ისევ წარუდგა მზეთუნახავი და სთხოვა:
ოქროსთმიანო ბატონიშვილო,
წყალი მწყურია, უნდა მიშველო.
დაიხარა უფლისწული, ამოიღო პეშვით წყალი, გაუწოდა მზეთუნახავს, მაგ-რამ დააგვიანა, იმანაც სული დალია.
გახლიჩა მესამე ბროწეული, ამ ორ ქალზე უფრო მშვენიერი, დედიშობილა მზეთუნახავი წარდგა მის წინ, ახლა კი აღარ დაუცადა უფლისწულმა, ვიდრე ქალი წყალს სთხოვდა, დაიხარა, პეშვით წყალი ამოიღო და პირზე შეასხა მზე-თუნახავს, გადარჩა ქალი. გაიხადა უფლისწულმა ლაბადა, მოახვია ქალს და უთხრა:
— ამ ხეზე ადი. მე წავალ, კარეტას მოვიყვან და ტანსაცმელს მოგიტან, რომ სასახლეში წაგიყვანოო.
ქალი ხეზე ავიდა, უფლისწული კი შინ გაეშურა.
ერთი საზიზღარი სარკინოზი ქალი ყოველდღე ჩამოდიოდა წყალზე. მზე-თუნახავი ხეზე რომ აძვრა, მივიდა სარკინოზი, ჩადგა კოკა წყალში, დაიხარა და, რა დაინახა: წყლიდან მზეთუნახავი შემოჰყურებდა.
უცნაური რამ არის, მაკვირვებს და მაოცებს,
ლამაზი ვარ, კარგი ვარ, რად მგზავნიან წყაროზე?
გაბრაზდა სარკინოზი ქალი, დაახეთქა კოკა ქვებზე, მიამსხვრია და შინ ხელცარიელი წავიდა.
ქალბატონმა ხელცარიელი ქალი რომ დაინახა, გაუჯავრდა:
— შე საზიზღარო სარკინოზო, კოკა რა უყავი, უწყლოდ როგორ მოხვედიო.
მისცა მეორე კოკა და ისევ გაგზავნა წყალზე.
მივიდა სარკინოზი ქალი, ჩადგა კოკა წყალში, დაიხარა და დაინახა: წყლი-დან მზეთუნახავი შემოჰყურებდა. გაბრაზდა სარკინოზი:
უცნაური რამ არის, მაკვირვებს და მაოცებს,
ლამაზი ვარ, კარგი ვარ, რად მგზავნიან წყაროზე?
დაახეთქა კოკა ძირს, მიამსხვრია და შინ ხელცარიელი დაბრუნდა.
გაუჯავრდა ქალბატონი სარკინოზს, მისცა მესამე კოკა და ისევ წყალზე გაგ-ზავნა.
მივიდა სარკინოზი ნაკადულთან, ჩადგა კოკა წყალში, დაიხარა და დაინახა: წყლიდან მზეთუნახავი შემოჰყურებდა. ასწია კოკა, დაანარცხა ქვებზე და მიამ-სხვრია. ხეზე მჯდარი მზეთუნახავი ყველაფერს ხედავდა. მესამე კოკა რომ მი-ამსხვრია სარკინოზმა, სიცილი წასკდა. აიხედა ზევით სარკინოზმა და ხის ტოტზე შემომჯდარი მშვენიერი ქალი დაინახა.
— შენი გულისთვის დავამტვრიე კოკები. რა კარგი ხარ, რა მშვენიერი. ჩამო-დი ძირს, თმას დაგვარცხნიო, — უთხრა სარკინოზმა მზეთუნახავს.
მზეთუნახავს არ უნდოდა ჩამოსვლა, სარკინოზი კი არ მოეშვა:
— ჩამოდი, თმას დაგვარცხნი და კიდევ უფრო დამშვენდებიო.
ჩამოვიდა მზეთუნახავი, გაუშალა თმა სარკინოზმა მზეთუნახავს, გამოაძრო თმის სარჭები და ყურში უჩხვლიტა. სისხლის ერთი წვეთი მიწაზე დაეცა, ქალ-მა კი იქვე სული დალია. სისხლის წვეთი მტრედად იქცა, გაშალა ფრთა და აიჭ-რა ცაში, სარკინოზი კი უფლისწულის ლაბადაში გაეხვია და ხეზე აძვრა.
მალე უფლისწულიც მოგრიალდა კარეტით. აიხედა ზევით და სარკინოზი ქალი კი შერჩა.
— რძესავით თეთრი იყავი, სისხლივით წითელი ლოყები გქონდა, ასე უცებ როგორ გაშავდი და დამახინჯდიო?
გონჯმა სარკინოზმა კი უპასუხა:
მზეზე ვიჯექ მწუხარებით სავსე
და ამიტომ გავირუჯე ასე.
— ხმაც გამოგცვლიაო, — გაუკვირდა უფლისწულს.
დაუბერა ჩრდილოეთის ქარმა
და რატომღაც შემიცვალა ხმა მან,
— უპასუხა სარკინოზმა.
— რა მშვენიერი იყავი, ახლა კი საზიზღარი ხარ! — უთხრა უფლისწულმა.
გვერდზე სიომ ჩამიქროლა,
სილამაზე წაიყოლა,
— უპასუხა სარკინოზმა.
ჩაისვა უფლისწულმა სარკინოზი ეტლში და სასახლეში მიიყვანა.
მას მერე, რაც უფლისწულმა სარკინოზ ქალზე ჯვარი დაიწერა, ერთი მტრე-დი შემოეჩვია სასახლეს. მიფრინდებოდა ყოველ დილა, შემოჯდებოდა სამზა-რეულოს ფანჯარაზე და მზარეულს ჰკითხავდა:
მზარეულო, მზარეულო,
გთხოვ, ტყუილი არ თქვა:
რას აკეთებს ჩვენი მეფე
იმ სარკინოზ ქალთან?
— სჭამენ, სვამენ და სძინავთო, — უპასუხებდა მზარეული.
პურის დამბალი ქერქები,
გთხოვ, დამიყარე სარკმელთან,
ღიმილიც გადმომაშუქე,
მე კი ოქროს ფრთას გაჩუქებ.
აკენკავდა მტრედი პურის ნამცეცებს, დაუტოვებდა მზარეულს ოქროს ფრთას და გაფრინდებოდა.
მზარეულმა გადაწყვიტა, უფლისწულს მოვახსენებ მტრედის ამბავსო, და მოახსენა კიდეც. ასე და ასეაო. უფლისწულმა სთხოვა:
— ხვალ მტრედი რომ მოფრინდება, დაიჭირე და მომგვარე, უნდა მოვიშინა-უროო.
სარკინოზი ქალი იქვე იყო დამალული, ყურს უგდებდა უფლისწულის და მზარეულის ლაპარაკს და გადაწყვიტა: რაღაც საეჭვო ამბავია, ეს მტრედი კარგს არაფერს მიქადისო.
მეორე დილით მოფრინდა მტრედი, შემოჯდა თუ არა სამზარეულოს ღია ფანჯარაზე, ეცა სარკინოზი ქალი, უჩხვლიტა შამფური და მოკლა.
მოკვდა მტრედი, სისხლის ერთი წვეთი ბაღში დაეცა, იმ ადგილზე ბროწეუ-ლის ხე ამოვიდა. ხემ ნაყოფი მოისხა, მაგრამ უბრალო ნაყოფი კი არა, მომაკ-ვდავს რომ შეაჭმევდნენ ერთ ბროწეულს, ხელად ფეხზე დადგებოდა.
მოაწყდა ხალხი სასახლეს, დადგა რიგი, თხოულობდნენ ავადმყოფისთვის უკვდავების ხილს. გონჯი სარკინოზი ყველას ურიგებდა ბროწეულს. ბოლოს ერთი დიდი ბროწეულიღა შერჩა ხეს.
‘ამას კი ჩემთვის შევინახავო», — გადაწყვიტა ქალმა.
ამ დროს ერთი დედაბერი მოვიდა და შეეხვეწა:
— დედაშვილობას, ქმარი მიკვდება, მომეცი ბროწეულიო.
—ხომ ხედავ, ერთი ბროწეულიღა შერჩა ხეს, ჩემთვის მინდა, ამას ვერ მოგ-ცემო, — უპასუხა სარკინოზმა.
უფლისწულმა გაიგონა, რას თხოულობდა დედაბერი და სარკინოზს უთხრა:
— ქალს ქმარი უკვდება და უარს როგორ ეუბნები, ახლავე მიეცი ბროწეუ-ლიო.
წაიღო დედაბერმა ბროწეული, მაგრამ ქმარი მკვდარი დახვდა.
— რა გაეწყობა, ამ ბროწეულს მაინც შევინახავო, — თქვა დედაბერმა.
დედაბერი ყოველ დილით საყდარში მიდიოდა. საყდრიდან რომ ბრუნდე-ბოდა, კერძი გამზადებული დახვდებოდა ხოლმე, სახლი მილაგებული. უკ-ვირდა, ვინ მიკეთებს საქმეს, ვინ არის ასეთი ღვთისნიერიო. რა იცოდა დედა-ბერმა, რომ ბროწეულიდან გამოდიოდა მშვენიერი ქალი, ალაგებდა იქაურო-ბას, ამზადებდა კერძს, მერე ისევ ბროწეულში იმალებოდა.
ერთ დღეს დედაბერი მოძღვართან წავიდა აღსარების სათქმელად და უამ-ბო, ვიღაც სახლს მილაგებს, კერძს მიკეთებს, ვერ გამიგია ვინ არისო.
— ხვალ დილით ჩვეულებრივად გამოდი სახლიდან, იქვე კარს უკან დაიმა-ლე და უთვალთვალე. ხელად გაიგებ, ვინ დიასახლისობს შენს ოჯახშიო, — დაარიგა მოძღვარმა დედაბერი.
ადგა დილით დედაბერი, დაიბანა ხელ-პირი, გამოეწყო, გავიდა შინიდან და კარს ამოეფარა. უცებ ბროწეული გაიპო, გამოვიდა კალმით ნახატი ქალი და დატრიალდა. შევარდა დედაბერი, ქალმა ვერ მოასწრო ბროწეულში დამალვა.
— აქ საიდან გაჩნდიო?
— მშვიდობა შენდა, კეთილო, ქალო, ოღონდ ნუ მომკლავ და ყველაფერს გეტყვიო, — უთხრა პირთეთრამ.
— შენ მოკვლას არ ვაპირებ, მე მარტო ის მინდა გავიგო, საიდან გაჩნდი აქ, ვინა ხარ, სადაურიო, — მიუგო დედაბერმა.
— მე ბროწეულიდან გამოვედი, — უთხრა ქალმა და თავისი თავგადასავა-ლი უამბო.
დედაბერი გლეხის ქალი იყო, გამოაწყო პირთეთრა სოფლის ქალის ტანსაც-მელში და კვირა დილას საყდარში წაიყვანა წირვაზე. უფლისწულიც ესწრებო-და წირვას, დაინახა ქალი და სახტად დარჩა:
— ღმერთო დიდებულო! ეს ხომ ის ქალია, ხეზე რომ დავტოვე წყლის პირა-სო, — წამოიძახა გაოცებულმა.
წირვა რომ დამთავრდა, უფლისწულმა დედაბერი გააჩერა და ჰკითხა:
— ეგ ქალი ვინ არის, შენ რომ გახლავსო.
— ნუ დამღუპავო, — შეეხვეწა დედაბერი.
— ნუ გეშინია, — დაამშვიდა უფლისწულმა, — არაფერს გავნებ, ოღონდ გა-მაგებინე ეგ ქალი ვინ არის, სადაურიაო.
— თქვენ რომ ბროწეული მიწყალობეთ, იმ ბროწეულიდან გამოვიდა ეს ქა-ლიო, — მიუგო დედაბერმა.
— რაო, ესეც ბროწეულიდან გამოვიდაო? — გაუკვირდა უფლისწულს და ქალს მიუბრუნდა.:
— მითხარი, ბროწეულში როგორ მოხვდიო?
ქალმა ყველაფერი უამბო უფლისწულს.
მოჰკიდა უფლისწულმა ქალს ხელი, წაიყვანა სასახლეში, დაუძახა სარკინოზ ქალს და მის წინ გაამეორებინა პირთეთრას თავისი ამბავი. როცა პირთეთრამ სათქმელი დაამთავრა, უფლისწულმა სარკინოზს უთხრა:
— ხომ გაიგონე, რა თქვა. მე არ მინდა სიკვდილი მოგისაჯო, შენ თვითონ აირჩიე შენი საკადრისი სასჯელიო.
მიხვდა სარკინოზი, სასჯელს ვერ ასცდებოდა და უფლისწულს უთხრა:
— უბრძანეთ, კუპრი წამისვან, მოედანზე გამიყვანონ და დამწვანო.
დასწვეს სარკინოზი ქალი. უფლისწულმა პირთეთრა-ლოყაწითელაზე ჯვა-რი დაიწერა და ბედნიერად ცხოვრობდნენ.
აბრუცი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button