საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან
* საქართველოსა და კავკასიონისათვის ენდემურია თეთრბრჭყალება დათვი (გვხვდება აჭარაში);
* საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოყვანილი და გავრცელებულია: ენოტისებური ძაღლი – ავსტრალიიდან (თელავის, ახმეტისა და თიანეთის რაიონებში); ამერიკული წაულა – ჩრდილოეთ ამერიკიდან (კოლხეთის დაბლობზე); სარკისებრი კობრი – ზოგიერთ ტბასა და წყალსაცავში; კრიპტოლემუსი – ავსტრალიიდან (ანადგურებს ციტრუსოვანთა მავნე ცრუფარიანებს); როდოლია (ჭიამაისებრთა ოჯახი) – ეგვიპტიდან (სპობს ციტრუსოვანთა მავნებელ ბიცერიას) და სხვა. გამბუზია შემოყვანილია ჩრდილოეთ ამერიკიდან. გავრცელებულია საქართველოსა და მთელს კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში. იგი ანადგურებს მალარიის გამავრცელებელი კოღოს – ანოფელესის მატლებს;
* ლეგენდის თანახმად, ხოხობი ოქროს საწმისთან და მედეასთან ერთად გაიტაცეს არგონავტებმა. ხოხბისთვის მდინარე ფაზისის მიხედვით შერქმეული სახელი – ფაზანი უცვლელად გადავიდა ბერძნულ და ლათინურ, შემდეგ კი ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და სხვა ენებში;
* ადამიანის მეტყველებასთან შედარებით ცხოველების „ენა” ძალზე მარტივია. ბატი, მართალია, განრისხებისას ყიყინებს, მაგრამ თავის ემოციებს უფრო მეტად მრავალნაირი პოციზიით გამოხატავს;
* მტკნარი წყლის პატარა თევზები სხვადასხვა ვითარებაში იცვლიან როგორც ფარფლების მდგომარეობას, ასევე ფერსა და მოხატულობას. ეს ხდება კანის ქსოვილებში წითლად და შავად შეფერილი განსაკუთრებული უჯრედების დაჭიმვით ან შეკუმშვით;
* თევზები უფრო დაბალგანვითარებული არსებები არიან, ვიდრე ვეშაპები, ზღვის ღორები და დელფინები. ამ ცხოველებს უნარი აქვთ განსაზღვრონ მათთვის უხილავი საგნების (მაგალითად, წყალქვეშა რიფების, კლდეების) ადგილმდებარეობა, არეკლილი ექოთი აიღონ ორიენტაცია. მათ მუდმივად აქვთ ურთიერთკავშირი და შეუძლიათ გამოსცენ უთვალავი სხვადასხვა ბგერა;
* დელფინებს ინგლისელი მეზღვაურები „ზღვის კანარის ჩიტებს” უწოდებენ;
* ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ცხოველებს სამართლებრივად უნდა ეგოთ პასუხი ქმედებისათვის. რომში ნუმა პომპილიუსის ბრძანებით ასამართლებდნენ არა მარტო სახელმწიფო საზღვრების, არამედ საოჯახო მიჯნების დამრღვევ ცხოველებსაც. მათ სიკვდილით სჯიდნენ;
* მრავალი სახის ცხოველი იმარაგებს საკვებს. ზაზუნები ლოყის პარკებში ინახავენ საჭმელს, სანამ უფრო საიმედო ადგილს მოუძებნიან;
* ფრინველები დამარაგებული საკვების მონახვას მხედველობითი მეხსიერების მეშვეობით ახერხებენ, მგელი ამას მეტისმეტად მგრძნობიარე ყნოსვის ორგანოების დახმარებით აკეთებს. ამით მეხსიერებას გადატვირთვისგანაც იცავს;
* „საქართველოს წითელ წიგნში” ქათმისნაირი ფრინველებიდან შეტანილია ოთხი სახეობა: დურაჯი, გნოლი, კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი.
წყარო: nsp.ge