საუკეთესო ფილმები, რომლებიც პეპლის ეფექტს ეფუძნება
ქაოსის თეორია გვასწავლის, რომ მცირე მოვლენებს შეიძლება უზარმაზარი შედეგები მოყვეს მომავალში. “პეპლის ფრთების ერთმა დაქნევამ შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს დედამიწის მეორე ნაწილში.” – ამ ფრაზით იწყება გახმაურებული ფილმი “პეპლის ეფექტი”. ჩვენს სიაში პირველ ადგილს სწორედ ის იკავებს.
1. პეპლის ეფექტი (2004)
იუენ ტრებორნი პატარა ქალაქში იზრდება მარტოხელა დედასთან და მეგობრებთან ერთად. ის მეხსიერების გათიშვას განიცდის ხოლმე და მოულოდნელად უცხო ადილას ხვდება, დაბნეული. იუენის მეგობრებს სჯერათ მისი და ფიქრობენ, რომ ამას საფრთხისგან თავის ასარიდებლად აკეთებს. გაზრდასთან ერთად მისი ეს გათიშვები თანდათან იკლებს, ბოლოს კი თითქოს გამოკეთდება. 7 წლის ასაკიდან მოყოლებული, ის დღიურში წერდა მომენტების შესახებ, როცა გონება უბნელდებოდა. კოლეჯში ყოფნის ერთ დღეს ის ძველი დღიურის კითხვას დაიწყებს და მოულოდნელად წარსულში გადაინაცვლებს…
2. ფრთხილად! კარები იკეტება (1998)
ლონდონში, ახალგაზრდა ჰელენს პიარ კომპანიიდან ათავისუფლებენ. როცა სახლში ბრუნდება მეტროში მატარებელს ვერ უსწრებს. თუმცა, მისი ცხოვრების სხვა ვარიანტში ის მატარებელში შედის. ამბავი ჰელენის ცხოვრების ორ პარალელურ ვარიანტზე მოგვითხრობს: ერთში თავის შეყვარებულთან რჩება, მეორე ვარიანტში კი იგებს რომ ის ღალატობს და ჯეიმს ჰამერტონი შეუყვარდება.
3. დროში მოგზაურის ცოლი (2009)
ჰენრი დითემბლი და კლერ ებშირი ბიბლიოთეკაში ხვდებიან ერთმანეთს, კლერმა იცის რომ ჰენრი დროში მოგზაურია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ისინი სხვა დროშიც შეხვედრილან ერთმანეთს თუმცა მას ეს არ ახსოვს. ჰენრის კლერი უყვარდება, თუმცა დროში მოგზაურობის გარდაუვალი მოთხოვნილება, ხოლო დაბრუნებისას მომავალი მოვლენების ცოდნა ყველაფერს ართულებს.
4. დონი დარკო (2001)
დონი დარკო ცუდად ეწყობა საკუთარ ოჯახს, მეგობრებს და მასწავლებლებს. თუმცა ახერხებს კეთილისმსურველი მეგობრის, გრეტჩენის, პოვნას, რომელსაც შეხვედრაზე თანხმდება. დონის დამხმარე ფსიქიატრი ჰყავს, რომელიც თვლის, რომ ჰიპნოზი დამალული საიდუმლოების გასაღებია. დონის კიდევ ერთი მეგობარი ჰყავს – ფრენკი – დიდი კურდღელი, რომელსაც მხოლოდ ის ხედავს. როცა თვითმფრინავს მომძვრალი ძრავი დონის საწოლ ოთახში ვარდება, ის იქ არ არის. ორივე, ძრავის ჩამოვარდნაც და დონის გადარჩენაც, ზებუნებრივი ძალითაა გამოწვეული.
5. მარყუჟი (2012)
2074 წელს, როცა განგსტერებს ვინმეს თავიდან მოშორება უნდათ, მას წარსულში აგზავნიან სადაც შემართული იარაღებით ელოდება მკვლელი – თუნდაც ჯო, რომელიც იგებს, რომ განგსტერებს მისი მოკვლა უნდათ და მის მომავლის ვერსიას აგზავნიან სამიზნედ.
6. უკან მომავალში (ტრილოგია 1985-1989-1990 )
80-იანი წლების ტიპიური თინეიჯერი მარტი მაკფლაი, უნებლიედ 1955 წელში აღმოჩნდება, პლუტონიუმზე მომუშავე დელორეანის დროის მანქანით, რომელიც ცოტათი შეშლილმა მეცნიერმა შექმნა. წარსულში გაუგებრობები ხდება და იმისთვის რომ მომავალში დაბრუნება შეძლოს მარტის უწევს იზრუნოს, რომ საკუთარმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნონ.
7. ბატონი არავინ (2009)
2092 წელს 118 წლის ნემო თავისი ცხოვრების ისტორიას უყვება რეპორტიორს. ნემო, რომელიც თავს ბატონ არავინს უწოდებს, უკანასკნელი მოკვდავია დედამიწაზე, რადგანაც იმ დროში ადამიანები უჯრედების გამუდმებულ განახლებას მიმართავენ და უკვდავები არიან. ნემო თავისი ცხოვრების სამ ძირითად მომენტზე საუბრობს: 9 წლის ასაკზე, როცა მისი მშობლები გაშორდნენ, 16 წლის ასაკზე, როცა პირველად შეუყვარდა და 34 წლის ასაკზე. მთელი სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რომ ნემო ალტერნატიული ცხოვრების ვარიანტებზე საუბრობს და ვერ გაურკვევია რომელია რეალური