ამონარიდებიგამონათქვამები
ციტატები ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანებიდან
- ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს. ის ვინც, აწმყოს აკონტროლებს, აკონტროლებს წარსულს.
- ტოტალური სიცრუის ეპოქაში, სიმართლის თქმა რევოლუციური აქტია.
- ყველა ცხოველი თანასწორია, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები.
- ყველა თაობა საკუთარ თავს მეტად ინტელიგენტს წარმოიდგენს ვიდრე წინას, და მეტად ბრძენს, ვიდრე მომავალს.
- საუკეთესო წიგნები… ისინია, რომლებიც იმას გეუბნება, რაც უკვე იცი.
- თუ გინდა საიდუმლო შეინახო, საკუთარ თავსაც დაუმალე ის.
- ხალხის განადგურების ყველაზე ეფექტური გზა, მათი ისტორიის მათეული აღქმის უარყოფა და განადგურებაა.
- ფიქრები თუ ენას ამახინჯებს, ენასაც შეუძლია ფიქრების დამახინჯება.
- აზროვნების გაორება ის ძალაა, როცა ორ ურთიერთამომრიცხავ არს გონებაში ერთდროულად იჭერ და ორივეს ეთანხმები.
- ადამიანობის არსი სრულყოფილების არ ძებნაშია.
- სიტყვების განადგურება, მშვენიერი რამაა.
- რეალობა არსებობს ადამიანის გონებაში, და არსად სხვაგან.
- კაცობრიობის არჩევანი თავისუფლებასა და ბედნიერებას შორის მერყეობს. უმეტესობას ბედნიერება ურჩევნია.
- შენი არაფერი იყო, შენს თავის ქალაში არსებული რამდენიმე კუბური სანტიმეტრის გარდა.
- ჩვენ უბრალოდ არ ვანადგურებთ მტრებს, ჩვენ ვცვლით მათ.
- ერთადერთი კარგი ადამიანი, მკვდარი ადამიანია.
- მათ სიძულვილში სიკვდილი, ეს იყო თავისუფლება.
- კაცი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა არ ფიქრობს რომ მისი ცხოვრების მიზანი ბედნიერებაა.
- ყველანაირი ომის პროპაგანდა. მთელი ეს ყვირილი, ტყუილები და სიძულვილი, უცვლელად, იმ ადამიანებისგან მოედინება, რომლებიც არ იბრძვიან.
- 50 წლის ასაკში, ყველას ის სახე აქვს, რომელსაც იმსახურებს.
- ზოგი იდეა იმდენად აბსურდულია, მხოლოდ ინტელექტუალს შეუძლია მისი დაჯერება.
- თვალი გაუსწორეთ, რომ: ჩვენი ცხოვრება საცოდავი, დამღლელი და მოკლეა.
- რატომ ვერ აცნობიერებ, რომ თავისუფლება ბაფთებზე მეტს იმსახურებს.
- საფლავში გადატრიალება თუ მართლა შესაძლებელია, შექსპირი კარგად ივარჯიშებდა.
- თავისუფლება არის უფლება, უთხრა ადამიანებს ის, რისი მოსმენაც არ სურთ.