სურათებიუცნაურიფაქტები

არც ქალები, არც მამაკაცები – ტრანსსექსუალები ბანგლადეშიდან

ჰიჯრები ხელშეუხებელ კასტას წარმოადგენენ ინდოეთში, ბანგლადეშსა და პაკისტანში. მასში შედიან ე.წ. ,,მესამე სქესის” წარმომადგენლები. ეს არის (ბიოლოგიური) მამაკაცების ან ჰერმაფროდიტების საზოგადოება, რომლის წევრებიც იცვამენ და იქცევიან ქალების მსგავსად, მაგრამ საკუთარ თავებს არცერთ სქესს არ მიაკუთვნებენ.

ჰიჯრების რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით მერყეობს 50 000-დან 5 მილიონამდე. უკვე ათასწლეულებია, რაც ისინი სამხრეთ აზიის კულტურის განუყოფელ ნაწილად ითვლებიან. განსხვავებული ქცევების გამო ჰიჯრები საზოგადოებისგან მოკვეთილ ფენას წარმოადგენენ. თუმცა როცა ბანგლადეშში ჰიჯრას ხვდები, მის თვალებში ამოიკითხავ სიამაყეს, რომელსაც იწვევს ის ფაქტი, რომ ისინი უმრავლესობას არ მიეკუთვნებიან.


ჰიჯრები იბადებიან კაცებად, მაგრამ ცხოვრობენ, როგორც ქალები. სურათზეა ორი ,,და”.


ბევრი ჰიჯრა ეთაყვანება ქალღმერთ ბაჰუჩარა მატას, რომელიც დედა-ქალღმერთის მრავალი რეინკარნაციიდან ერთ-ერთია. სურათზე: ჰიჯრების დეკლამაცია ქალაქ დაკაში.


ტრადიციის მიხედვით, პიროვნება რომ ნამდვილ ჰიჯრად იქცეს, უნდა გაიაროს კასტრაციის (დასაჭურისების) რიტუალი, რომელიც ამ კასტის ხნიერი წევრის მიერ ხორციელდება (ასეთი ოპერაცია ინდოეთში უკანონოდ ითვლება, რის გამოც საცხოვრებელ სახლებში ტარდება, კუსტარულ პირობებში).


ერთ-ერთი ტრანსსექსუალი.


ორი მეგობარი ტრანსსექსუალი ქალაქ დელიდან, რომლებიც დაკაში ჩამოვიდნენ.


ჰიჯრებს კულტის სტატუსი აქვთ: უშვილო ქალები მათ დალოცვას სთხოვენ, ჰიჯრები დადიან (ზოგჯერ დაუპატიჟებლად) ქორწილებში, ბიჭის დაბადების აღსანიშნავ წვეულებებზე, მონაწილეობას იღებენ სხვა ბინაში გადასვლის ცერემონიებში.


პარბოტი და მისი ორი ,,გოგონა”.


ტრანსსექსუალი დელიდან.


ჰიჯრები მღერიან და ცეკვავენ, რისთვისაც ითხოვენ ,,ბადჰაის” – ერთგვარ გასამრჯელოს დალოცვის ნაცვლად. საწინააღმდეგო შემთხვევაში წყევლის ამოქმედებით იმუქრებიან.


პარბოტი და მისი ,,ქალიშვილი”.


წარმოდგენის დასასრული.


სამი ტრანსსექსუალი.
ჰიჯრების უმეტესობა ინდუისტია, მცირე ნაწილს კი მუსლიმები შეადგენენ. ისინი ერთად ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში ან ,,სახლებში”, სადაც მკაცრადაა განსაზღვრული როლები და სისტემა.


მსახიობთა ჯგუფი.


მზადება შოუზე გამოსასვლელად.
ჰიჯრების 20%-ს ოჯახი აქვს შექმნილი – დაქორწინებულნი არიან და ზოგჯერ შვილებიც კი ჰყავთ.


სცენაზე გამოსვლის წინ.


მსახიობი ჰიჯრა.


ჰიჯრა ითვლება მთავარ ჯგუფად ბანგლადეშში მათ შორის, რომლებიც იბრძვიან LGBT (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი) ადამიანების უფლებების დასაცავად. მრავალი წლის განმავლობაში ჰიჯრები დევნას განიცდიდნენ, მაგრამ ამჟამად აქტიურად ატარებენ კამპანიებს სხვა მოქალაქეებთან უფლებების გასათანაბრებლად.


პოზიორობა ფოტოგრაფის წინ.


საღამოსთვის მზადება.


პარბოტი და მისი ,,ქალიშვილი”.


კიდევ ერთი ,,ქალიშვილი”.

ფოტოები გადაღებულია იან მელერ ჰანსენის მიერ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button