ავტომობილიახალი ამბები

Renault-მ წარადგინა ელექტრომობილი Dacia Spring Electric: ფასი – 10 ათასი ევრო

კომპანია Renault-მ ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარადგინა ელექტრო ჰეჩბეკი და ახალი დაბალბიუჯეტური საქალაქო ელექტრომობილი Dacia.

ღონისძიება „Renault eWays“-ის ფარგლებში, რომელიც ამჟამინდელ და სამომავლო „ელექტრომობილობას“ ეძღვნებოდა, ფრანგულმა კომპანიამ წარადგინა ელექტრო ჰეჩბეკი Renault Mégane eVision და საქალაქო მოხმარების ელექტრომობილი Dacia Spring Electric. 

image.jpeg
image.jpeg

Renault Mégane eVision საფუძვლად დაედება სერიულ ელექტრომობილს, რომლის წარმოება მომდევნო წელს დაიწყება. მას აქვს 160 კვტ (217 ცხენის ძალა) სიმძლავრის ელექტროძრავი, რომელიც მუშაობს 60 კვტ/სთ მოცულობის ბატარეაზე. ახალ ელექტრომობილში მხარდაჭერილია 130 კვტ მუდმივი ძაბვის მქონე სწრაფი დამუხტვა, ასევე აქვს ინტეგრირებული დამტენი მოწყობილობა მაქსიმალური სიმძლავრით – 22 კვტ. 

image.jpeg

მოდელი Dacia Spring Electric აღჭურვილია მეტად დაბალი, 33 კვტ (44 ცხენის ძალა) სიმძლავრის ელექტროძრავით, რომელიც ელექტროენერგიას იღებს 26.8 კვტ/სთ მოცულობის ბატარეიდან. როგორც Renault ამტკიცებს, მცირე ზომისა და წონის წყალობით ელექტრომობილს შეუძლია გაიაროს 225 კილომეტრი ერთ დამუხტვაზე WLTP სტანდარტის მიხედვით. 

Renault-მ ასევე განაცხადა, რომ ეს იქნება „ყველაზე იაფი საქალაქო ელექტრომობილი ევროპის ბაზარზე“. მისი ფასი 10 ათას ევროს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ Dacia Spring Electric ევროპის ტერიტორიაზე გაიყიდება 2021 წლის გაზაფხულიდან. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button