კოსმოსიმეცნიერება

სად არის სამყაროს ცენტრი?

ღამით მოწმენდილი ცას რომ ვაკვირდებით, ყველა მხარეს ვხედავთ ვარსკვლავებს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება თითქოს სამყაროს ცენტრში ვიმყოფებით. მაგრამ, ნამდვილად ასეა? თუ არა, მაშინ სად არის სამყაროს ცენტრი?

ფაქტობრივად, სამყაროს ცენტრი არ გააჩნია. 13.7 მილიონი წლის უკან მომხდარი დიდი აფეთქბის შემდეგ სამყარო ფართოვდება. თუმცა, მიუხედავად სახელისა, დიდი აფეთქება არ წარმოქმნილა ცენტრალური წერტილიდან. ის თავიდან ექსტრემალურად კომპაქტური და მცირე ზომის იყო. ხოლო დიდი აფეთქებისას მისი ყველა წერტილი თანაბრად გაფართოვდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ასე რომ, სამყარო ერთი წერტილიდან არ წარმოქმნილა, შესაბამისად არ გააჩნია ცენტრი.

სიტუაციის სწორად აღსაქმელად შეგვიძლია ორგანზომილებიანი ჭიანჭველა წარმოვიდგინოთ, რომელიც ცფეროს ფორმის ბუშტზე ცხოვრობს. მისი ხედვის პერსპექტივიდან ბუშტის ზედაპირზე ყველაფერი ერთნაირად ჩანს. არც ცენტრი იკვეთება და არც კუთხეები.

ბუშტს თუ გავბერავთ, ჭიანჭველა შეხედავს როგორ ფართოვდება მისი ორგანზომილებიანი სამყარო. თუ ზედაპირზე წერტილებს დავსვამდით, გაბერვისას, ისინი მოძრაობას დაიწყებენ და ერთმანეთს დაშორდებიან. ისევე როგორც, გალაქტიკები რეალურ სამყაროში.

ჭიანჭველის ორგანზომილებიან სამყაროში, ნებისმიერი მესამე განზომილება რომელიც ბუშტის ზედაპირის პერპენდიკულარულად ფართოვდება უმნიშვნელოა, ისევე როგორც ბუშტის ცენტრისკენ სწრაფვა.

ჩვენი სამყარო, ჭიანჭველის ორგანზომილებიანი სამყაროს სამგანზომილებიანი მოდელია. მაგრამ ბუშტის ანალოგი სასრული სამყაროა, რომელიც იმ დისტანციას წარმოადგენს, რაც დიდი აფეთქების შემდეგ სინათლეს გაუვლია, ეს ის მანძილია რაც კოსმოლოგების დაკვირვებით კოსმოსში ჩანს, თუმცა რეალური სამყარო უსასრულო უნდა იყოს.

პრობლემა თუ ესაა, ბუშტი შეიძლება ბრტყელი ზედაპირით ჩავანაცვლოთ, რომელიც მუდმივად ფართოვდება. ან თუ სამგანზომილებიან მოდელად გვინდა ვაქციოთ, წარმოვიდგინოთ გაფართოებადი ქიშმიშიანი პური, რომელშიც ქიშმიშები ჩვენი სამყაროს გალაქტიკებს წარმოადგენენ. ისინი გაფართოებასთან ერთად ერთმანეთს შორდებიან. თუ სამყარო უსასრულოა, შესაბამისად ცენტრიც არ გააჩნია.

ბრტელი თუ მრუდე აგებულებისაა სამყარო დამოკიდებულია კოსმოსში არსებული მასის და ენერგიის საერთო რაოდენობაზე. თუ ყველაფერი სწორადაა გააზრებული, სამყარო ფურცელივით ბრტყელი უნდა იყოს და მუდმივად ზრდადი სიჩქარით იზრდებოდეს.

მაგრამ თუ მისი სიმკვრივე უფრო მაღალია, მაშინ კოსმოსი შესაძლოა ბუშტივით მრუდე იყოს. დაგროვებული გრავიტაცია კოსმიური გაფართოების შენელებას გამოიწვევს, შესაბამისად გაფართოება საბოლოოდ შეწყდება.

იმ შემთხვევაში თუ სიმკვრივე პირიქით დაბალია აღებულ მნიშვნელობაზე, ესე იგი, სამყარო გაძლიერებული აჩქარებით ფართოვდება, ნეგატიურად, დაახლოებით ნალის ფორმასავითაა გამრუდებული და ცენტრიც არ გააჩნია.

ბევრი თეორიების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტი პასუხი სამყაროს ფორმის შესახებ, არის ის ბრტყელი, თუ იმდენადაა გამრუდებული რომ ბრტყელი გვეჩვენება, ისევე როგორც დედამიწა ჩანს ბრტყელი მიწიდან.

იდეა, რომ სამყაროს არ გააჩნია ცენტრი და არც კუთხეები თანმიმდევრულია და არგუმენტებს ეფუძნება. სამყაროში არ არსებობს წერტილი, რომელიც განსაკუთრებულია. კოსმიურ კლასტერებზე დაკვირვება ერთ პასუხს გვეუბნება. მისი შორიდან შეხედვა არ ცვლის შიგთავსს, კონკრეტულ წერტილს ვშორდებით, მაგრამ მაინც იგივეს ვხედავთ.

ისტორიის მანძილზე ადამიანები არასწორად ფიქრობდნენ, რომ სამყაროს ცენტრი იყო დედამიწა, ან მზის სისტემა ან თუნდაც ჩვენი გალაქტიკა “ირმის ნახტომი”, მაგრამ, არააქვს მნიშვნელობა რამდენად განსაკუთრებულები გვგონია თავი ადამიანებს, სამყაროს თავისი წესები აქვს.

მომზადებულია LiveScience-ს მიხედვით, ავტორი Marcus Woo

Source
https://eon.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button